თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად, რამეთუ არა თქუა მახარებელმან, თუ: წარვიდეს, არამედ: „უკუნიქცეს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართებაჲ იგი, რომელ მოეგო სათნოებათა მიმართ, მიაქციეს ბოროტადვე, და სარწმუნოებაჲ, რომელი აქუნდა, წარწყმიდეს და განწვალნეს მისგან თავნი მათნი, გარნა არა ათორმეტთა ქმნეს ესე. იხილეთ უკუე, რასა ეტყჳს მათ:
სახარებაჲ იოვანესი 6:66
65. და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა.66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა.67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?
სახარებაჲ იოვანესი თავი 6