თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ რაჲმე არიან საქმენი მათნი, რომელთა დღესასწაულთა შინა იქმოდეს! რამეთუ კლვად განემზადებოდეს მარადის და დღესასწაულთა შინა ისწრაფდეს შეპყრობად მისა. რამეთუ ეგრეთვე სხუასაცა ადგილსა იტყოდეს, ვითარმედ: „რასა ჰგონებთ, არამცა მოვიდა იგი დღესასწაულსა ამას?“
10. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად.11. ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?12. და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7