მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:12

11. ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?12. და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.13. და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
12. და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დრტჳნვაჲ იყო მისთჳს ერსა შორის“ (7,12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ ადგილისა მისგანცა განრისხნებოდეს, სადა-იგი სასწაული ქმნა, და ეშინოდა, ნუუკუე სხუაჲცა ქმნას მან, და ესრეთ ზრახვიდეს მისთჳს და უნებლიაჲთ თჳნიერ ნებისა მათისა გამოაცხადებდეს მას.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).:

...ისაგან, რამეთუ არა აქუნდა კადნიერებაჲ, და რომელნიმე მთავრობისმოყუარებისაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამან ცილობამან პირველ იწყო ერსა შორის და მერმე მთავართაცა შორის შევიდა; „და რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს იგი; და სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა“. ჰხედავა, ვითარ უგულისხმო იყვნეს მთავარნი იგი? რამეთუ არარაჲ ახოვანებაჲ აჩუენეს, არამედ მეყსა შინა კუალად ფარისეველთავე შეეყვნეს, თუ არა, უკუე-თუმცა სრულიად განყოფილ იყვნეს მათგან, ეცნამცა ჭეშმარიტებაჲ ადრე, რამეთუ იქმნების კეთილი განყოფილებაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა: „არა მოვედ მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა, არამედ მახჳლისა“. ; რამეთუ არს ჭეშმარიტი ერთობაჲ, და არს კეთილი განყოფილებაჲ, რამეთუ რომელნი-იგი გოდოლსა მას აღაგებდეს, შე-ვე-ერთნეს ბოროტსა ზედა, და იგინივე კუალად, დაღაცათუ უნებლიაჲთ, არამედ განიყვნეს კეთილად, და კუალად კორეს თანა მყოფნი იგინი ბოროტად შეიერთნეს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:

...იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელთადა რწმუნებულ იყო შენებაჲ წესთა მათ შჯულისათა.

ამათ შეურაცხ-ყვეს ქრისტე, რამეთუ იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“; „არამედ აცთუნებს ერსა“; და მრავალსა ესევითარსა ეტყოდეს. ღაღადებს უკუე წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: ესე ლოდი, რომელი უგუნურთა მათ მაშენებელთა შეურაცხ-ყვეს, ესოდენ პატიოსან არს, ვიდრეღა თავ საკიდურთა იქმნა. ხოლო თავ საკიდურთა არა ყოველსა ლოდსა ჴელ-ეწიფების ყოფად, არამედ რომელი-იგი არნ ფრიად გამოცდილი და შემძლებელი ორკერძოვე კედელთა მათ შეკრვად. ხოლო ამან ლოდმან არა ნაშენები იგი ოდენ შემზადა, არამედ ორნი იგი კედელნი განყოფილნი შეაერთნა. ესე არიან ჰურიათაგან და წარმართთა შემოკრებილნი მორწმუნენი. ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ქრისტე არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ყო ორივე ერთ და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა უაღრესითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა“.

ეჰა რაოდენი ბრალობაჲ არს ესე ჰურიათა...

სრულად ნახვა