მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:18

17. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ.18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.19. ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას. მაშინ თავადიცა აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად“ (7,9-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა ამათ, რომელთა კაცობრივ იქმოდა უფალი განგებულებით, არა თუ ამისთჳს ოდენ იქმოდა, რაჲთამცა განკაცებაჲ თჳსი დაამტკიცა, არამედ ამისთჳსცა, რაჲთა ჩუენ სათნოებაჲ გუასწავოს, რამეთუ უკუეთუმცა ყოველსავე ვითარცა ღმერთი იქმოდა, ვინაჲმცა შეუძლეთ ჩუენ ცნობად, რაჟამს-იგი საქმეთა ესევითართა შთავრდომაჲ მოიწიოს, თუ რაჲ ჯერ-არს ყოფად? ხოლო სიტყუაჲ ჩემი ესევითარი არს, რამეთუ: აჰა ესერა გუესმა ამის მახარებელისაგან, ვითარმედ განძჳნებულთა მათ ჰურიათა შორის შევიდა, რაჟამს იგინი ეძიებდეს მოკლვად, და ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა აღჳრ-ასხნა. ხოლო უკუეთუმცა მარადის ესრეთ იქმოდა, ჩუენ ამისი ქმნაჲ ვერ ძალ-გჳც. ხოლო რაჟამს მოიწიამცა ესევითარი საქმჱ, ვითარმცა ვცნათ, თუ რაჲ გჳჴმს ყოფად? გინა თუ დადებად ოდენ თავნი ჩუენნი სიკუდილად, ანუ თუ მცირედ ღონის-ძიებით განგებულებაჲ, რაჲთა წარემართოს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ? რაჲმცა ვქმენით, რომელთა-ესე ვერ ძალ-გჳც,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...რს, და რაჲთა დიდებაჲ მოატყუას მამასა, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს. და ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ესე შემდგომთა მათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რამე-თუ: „რომელი იქმოდისო ნებასა თჳსსა, იგი დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებს, ხოლო რომელი ეძიებდეს დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და არა არს მის თანა სიცრუვჱ“.

„ხოლო ესე არს ნებაჲ მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,40). ხოლო რაჲსათჳს აქცევს ესრეთ აღდგომასა ზე და ქუე? ამისთჳს, რაჲთა არა ამის საწუთროჲსა საქმეთა ზედა ოდენ გულისხმა-ჰყოფდენ ღმრთისა განგებულებასა, რაჲთა დაღაცათუ აქა არა მიიღონ ნაცვალი, არა იქმნნენ ამის მიერ უზრუნველ და უდებ, არამედ რაჲთა მომავალსა მას საუკუნოსა მოელოდიან, რაჲთა არცა ამის სოფლისა ჭირითა მერმესა მას განსუენებასა არა მოელოდიან, არცა ამის საწუთროჲსა განსუენებითა უზრუნველ იყვნენ მერმეთა მათ სატანჯველთათჳს, არამედ რაჲთა სხუასა ცხორებასა მოელოდიან.

სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა

გარნა მათ არარაჲ ირგეს ზედაჲსზედა მოჴსენებითა მით სიტყუასა მას აღდგომისასა, ხოლო ჩუენ ვირგოთ, ძმანო, მრავალგზის სმენითა აღდგომისა მისთჳს მერმისა. გინა თუ ანგაჰრებაჲ ვინებოთ,...

სრულად ნახვა