თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ შაბათისა იგი დაჴსნაჲ მიზეზი იყო? ხოლო მათი შემაწუხებელი ესე იყო, რამეთუ აქა არარაჲ აქუნდა, რაჲ-თამცა თქუეს მიზეზი სიტყუათა მისთათჳს, გინა თუ საქმეთა. და ვინაჲთგან სხუაჲ მიზეზი ვერ პოვეს ერისათჳს, ენება შეპყრობაჲ მისი და თჳთ ვერ იკადრებდეს, რამეთუ ღელვასა მას ესევითარსა ერიდებოდეს, არამედ მსახურთა მათთა წარავლენდეს. ჵ მძლავრებაჲ იგი და სიბორგილე! ჵ უგუნურებაჲ იგი დიდი! რამეთუ თჳთ მრავალგზის ებრძოლნეს და ვერ უძლეს და მსახურთა მათ უბრძანეს საქმჱ იგი, რაჲთამცა გულისწყრომასა მათსა სცეს განსუენებაჲ. და თავადსა ეთქუა საბანელსა მას ზედაცა და მათა მიმართ, და არარაჲ ესევითარი ქმნეს, არამედ ეძიებდეს, გარნა არა ჴელ-ყვეს საქმესა მას, ხოლო აქა ვერღარა თავს-იდვეს, იხილეს რაჲ, ვითარმედ ერი იგი მისა მივალს. ხოლო ქრისტემან მიუგო:
სახარებაჲ იოვანესი 7:32
31. და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?32. და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი.33. და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7