მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:31

30. ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.31. და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?32. და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
31. და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა მრავალთა ჰრწმენა და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლჱსი სასწაული ქმნესა, რომელი ამან ქმნა?“ (7,31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაოდენნი სასწაულნი? რამეთუ სამნი არიან სასწაულნი: ღჳნისაჲ და განრღუეულისაჲ და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, და სხუაჲ უმეტესი მახარებელსა არარაჲ უთქუამს. ამისგან უწყით, ვი-თარმედ მრავალთა მათ სასწაულთა მისთა თანაწარჰჴდებოდეს მახარებელნი და არა წერდეს, არამედ ამას გუეტყჳან, რომელთა ზედა მთავარნი იგი ბოროტსა იტყოდეს მისთჳს და ეძიებდეს მას შეპყრობად და მოკლვად. ხოლო ამას არა სიმრავლჱ იგი იქმოდა ერისაჲ, რომელნი არა მთავრობისმოყუარე იყვნეს, არცა შური მისი აქუნდა, არამედ მღდელნი იყვნეს ამის ყოვლისა მოქმედნი; რამეთუ ერისა მის მრავლისაგანნი იტყოდეს, ვითარმედ: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმეტესნი სასწაულნი ქმნნესა?“ გარნა ესეცა სარწმუნოებაჲ არავე მრთელ იყო, არამედ ვითარცა ერისა ზრქელისა და უმეცრისაჲ, რამეთუ რომელნი იტყოდეს, თუ: „ქრისტე ოდეს მოვიდეს“, არა სრულიად დარწმუნებულთაჲ იყო, ვი-თარმედ ქრისტე არს იგი. ანუ ესე არს, რომელ ვთქუ, ანუ კუალად ესე არს, რომელ ვინაჲთგან მთავარნი იგი დაამტკიცებდეს, თუ: არა ესე არს ქრისტე, ერმან თქუა, თუ: აჰა ვთქუათ, თუ: არა ესე არს ქრისტე; ნუუკუე იგი ვინმე, რომელსა ეგენი იტყჳან, თუ სხუაჲ არსო,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).:

...მავნებელ ექმნების, ეგრეთვე მთავრობაჲ, რამეთუ იგი ანგაჰრებად, ხოლო ესე ამპარტავანებად მოიყვანებს. და იხილე აქაცა, ვითარ სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის უმჯობესად იყო, ხოლო მთავარნი - სრულიად წარწყმედილ. რამეთუ ერსა მას უსწავლელსა მრავალგზის ჰრწმენა მისი, ვითარცა მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“, ; (8,30) ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“. და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი ბოროტი არა ეყოფვოდა, არამედ ლაზარესიცა ენება მოკლვაჲ.3 ჵ უკეთურნო! ქრისტესთჳს იტყოდეთ, თუ: „შაბათსა დაჰჴსნის და ღმერთჰყოფს თავსა თჳსსა, და ჰრომნი მოვლენ მისთჳს და წარგუტყუენვენო“. ; (11,48) ლაზარესთჳს რასაღა იტყჳთ? რაჲ ბოროტი ქმნა? იხილეთ, ვითარ მკლველ იყო გონებაჲ მათი, რამეთუ დაღაცათუ მრავალნი სასწაულნი ექმნნეს უფალსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...საქმედ?“ და: „ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ბრმისა თუალთა ახილვად?“ და კუალად იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ქრისტე?“ და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესი სასწაული ქმნესა?“ ვინაჲთგან უკუე რომელთა ესეოდენთა საქმეთაგან არა დაირწმუნეს, და იგინი იჩემებდეს მცირედითა სიტყჳთა დარწმუნებად, იხილეთ, ვითარ არცხუენს მათსა უკეთურებასა, ვითარმედ: უკუეთუ საქმეთაჲ არა გრწამს, სიტყუათაჲ ოდეს დაირწმუნოთ? „არამედ თქუენ არა გრწამსო, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი“ (10,26), ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი ჩემგან ჯერ-იყო საქმედ, ყოველივე მიქმნიეს. უკუეთუ კულა თქუენ არა შემომიდგეთ, ესე არა ამისთჳს არს, რომელ არა მწყემსი ვარ, არამედ ამისთჳს, რომელ თქუენ არა ცხოვარნი ხართ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ და არა წარვწყმიდნე უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. რამეთუ მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისა ჩემისათა. მე და მამაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).:

...ადგილსა ჯერ-არს განკუეთაჲ სიტყჳსაჲ და დასუენებაჲ, რაჲთა სიტყუაჲ ესე, თუ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან“, არღარა მისვე გან-ჩინებისაჲ იყოს. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი იტყოდეს, თუ: „ესე არს ქრისტე“, და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა?“ ამისთჳს ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ: სიმართლჱ ჯერ-არს გონებისაჲ, რაჲთა არა სასწაულთათჳს ოდენ, არამედ წერილთა მიერცა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ჩემდა მომართ. ხოლო მრავალთა სასწაულნიცა მისნი იხილნეს და არა ჰრწმენა; და იტყოდეს, ვითარმედ: „არა იტყჳსა წერილი, თუ ქრისტე თესლისაგან დავითისა მოვალს?“ ამისთჳს წერილთა იტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ევლტის იგი მათსა წამებასა, და მიავლენს მათ წერილთა მიმართ. რამეთუ პირველცა იტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“; და კუალად იტყჳს, ვი-თარმედ: „წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთასა“; და კუალად, ვითარმედ: „ყოველნი იყვნენ ღმრთივსწავლულ“; და კუალად: „მოსე შეგასმენსო“;

სრულად ნახვა