ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,37-38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნი მოუჴდებოდიან ქადაგებასა ამას საღმრთოსა და ისმენდენ სარწმუნოებასა, უჴმს მათ, რაჲთა სურვილსა მას, რომელი აქუს წყურიელსა წყლისა მიმართ, აჩუენებდენ, და ესრეთ რაჲ იქმოდიან, მაშინ შეუძლონ სიტყუათა მათ საღმრთოთა დამტკიცებად გულთა შინა მათთა. რამეთუ წყურიელთა რაჟამს წყალი მიიღონ, ფრიადითა გულისთქუმითა სუმენ მას, ვიდრემდის მათ შორის მყოფი იგი წყურილისა სიმჴურვალჱ დააცხრონ. ეგრეთვე რომელნი ისმენდენ საღმრთოთა სიტყუათა, უკუეთუ წყურილითა ფრიადითა მიიღებდენ მათ, არა დაშურენ სასუმელისა მის ესევითარისა სუმად. რამეთუ ჯერარს ამის ესევითარისა მის საქმისა მიმართ შიმშილი და წყურილი, ვი-თარცა უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს“; და კუალად აჰა ესერა ამას ადგილსა ღაღადებს და...