მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:51

50. ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი:51. ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
51. ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯისა კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან?“ (7,51).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმან მას, რამეთუ უკუეთუ შჯული იტყჳს არა დაშჯად კაცისა უწინარეს მისგან სმენისა, და ამათ უწინარეს შჯულისა დასაჯეს, გარდამავალ სადამე არიან შჯულისა; და ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „არავის მთავართაგანსა ჰრწმენა მისი“, ამისთჳს გამოაცხადებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „ერთი იყო მათგანი“ (7,50), რაჲთამცა ვცნათ, ვი-თარმედ მთავართაცა ჰრწმენა მისი, რამეთუ დაღაცათუ კადნიერებასა ჯეროვანსა არა აჩუენებდეს, გარნა ჰრწმენა ქრისტესი. ხოლო იხილე, ვითარ რიდობით იქმს მხილებასა მას, რამეთუ არა თქუა, თუ: თქუენ ეძიებთ მოკლვად მას და დაშჯით მას განუკითხველად და „მაცთურით“ სახელ-სდებთ; გარნა არა ესრეთ თქუა, არამედ ტკბილად თქუა, რაჲთამცა ფრიადი იგი მრისხანებაჲ და მკლველობაჲ მათი დააცხრვო. ამისთჳსცა შჯულისა მიმართ ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).:

...ვსა თჳსსა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე შორისცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“. და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ, და აწცა ქრისტეს მიმართ აქუნდა სარწმუნოებაჲ, არამედ არა ვითარცა ჯერ-არს; ამისთჳსცა ღამით მოვიდა მისა, რამეთუ დღისი ეშინოდა, არამედ კაცთმოყუარემან უფალმან არავე გარემიაქცია, არცა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან, არამედ ასწავნა სწავლანი მაღალნი და დიდნი. ხოლო ისმინე, რასა იტყჳს ნიკოდემოს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერეთ კაცობრივი გულისსიტყუაჲ აქუნდა ნიკოდემოსს და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელსა ვისმე, ესრეთ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოვლინებულ ხარ მოძღურად“. არამედ ქრისტემან არარაჲ ამხილა,...

სრულად ნახვა