თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს: რამეთუ თქუა, ვითარმედ: უსამართლოებით შჯით თქუენ, და ეთქუამცა, თუ: უკუეთუ უსამართლოებით ვშჯით, და რად არა გუშჯი და გუტანჯავ, ღმერთი თუ ხარ? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არავის ვშჯი“, რამეთუ არა ამისთჳს მოსრულ ვარ, „და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს“. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუმცა ვსაჯე, თქუენმცა დაშჯილ იპოვენით, და სამართლადცა, არამედ აწ ჟამი საშჯელისაჲ არა არს; და საუკუნოჲსა მისთჳსცა განშჯისა მოასწავა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე მარტოჲ არა ვარ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ ვართ“ (8,16). ხოლო აქა უჩუენა, ვითარმედ არა იგი ოდენ დაშჯის მათ, არამედ მამაჲცა, რაჟამს ჰრქუა:
სახარებაჲ იოვანესი 8:16
15. თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი.16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8