მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:17

16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შჯულსა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“ (შდრ. 2 სჯ. 19,15); (მათ. 18,16) (8,17).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს. ხოლო მსახურნი იგი რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ, და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს მსახურნიო, და ჰრქუეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).:

...ნა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ტაძარსა შინა იტყოდა და წესითა მოძღურისაჲთა, რომელი უფროჲს შემძლებელ იყო მათა განმწარებად, და ეტყოდა სიტყუათა, რომელთა ზედა იგინი განრისხნებოდეს, რაჟამს-იგი უჩუენებდა, ვითარმედ სწორ არს იგი მამისა თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“, ; ; ამას მოასწავებს, არამედ ამას ყოველსა იტყოდა ფასისსაცავსა მას თანა ტაძარსა შინა და სახითა მო-ძღურისაჲთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო ჟამი მარჯუჱ, რომელსა შინა ინება მან ჯუარ-ცუმაჲ. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ ვინაჲთგან ოდეს მან არა ინება, ვერ უძლეს შეპყრობად მისა, და რაჟამსიგი შეიპყრეს, იგიცა სადამე არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა განგებულებისა საქმე იყო, რამეთუ მათ პირველითგანვე უნდა, გარნა ვერ შეუძლეს, და მაშინცამცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, უკუეთუმცა არა მას თავადსა შეენდო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მათ კუალადცა იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე“ (8,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს უკუე ეტყჳს...

სრულად ნახვა