თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ უცხო-ყვნა იგინი თჳსებისაგან აბრაჰამისა, და ვინაჲთგან მათ უზეშთაესი იკადრეს თქუმად, მაშინ მოაწია მათ ზედა წყლულებაჲ სიტყუათაჲ და უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ აბრაჰამისნი არა არიან, არამედ ეშმაკისანიცა არიან; და ვინაჲთგან მათ ურცხჳნოებით ღმერთსა მამად თჳსა უწოდეს, ამისთჳს თავადმანცა შემსგავსებული მათისა ურცხჳნოებისა მხილებისა წყლულებაჲ მოაწია მათ ზედა და არცა უწამებელად დაუტევა მხილებაჲ თჳსი, არამედ საქმეთაგან შესწამებდა მათ და უჩუენა, ვითარმედ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისა საქმჱ არს; და არა თქუა, თუ: საქმეთა ოდენ, არამედ: „გულისთქუმათაცა ეშმაკისათა გნებავს ყოფაჲ“, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ყოვლითა მოსწრაფებითა მოსწრაფე არიან იგინი, ვითარცა ეშმაკივე, კაცის-კლვად, და ვითარმედ შური იყო მიზეზი ამის ყოვლისაჲ; რამეთუ მასცა არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თუმცა რაჲმე ევნო მისდა ადამს, არამედ ოდენ შურისათჳს უყო, რაჲ-იგი უყო. და ამასვე მოასწავებს აქაცა, ვითარმედ შემსგავსებულად მისა იქმთ თქუენცაო.
სახარებაჲ იოვანესი 8:43
42. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.43. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.44. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8