თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ უცხო-ყვნა იგინი თჳსებისაგან აბრაჰამისა, და ვინაჲთგან მათ უზეშთაესი იკადრეს თქუმად, მაშინ მოაწია მათ ზედა წყლულებაჲ სიტყუათაჲ და უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ აბრაჰამისნი არა არიან, არამედ ეშმაკისანიცა არიან; და ვინაჲთგან მათ ურცხჳნოებით ღმერთსა მამად თჳსა უწოდეს, ამისთჳს თავადმანცა შემსგავსებული მათისა ურცხჳნოებისა მხილებისა წყლულებაჲ მოაწია მათ ზედა და არცა უწამებელად დაუტევა მხილებაჲ თჳსი, არამედ საქმეთაგან შესწამებდა მათ და უჩუენა, ვითარმედ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისა საქმჱ არს; და არა თქუა, თუ: საქმეთა ოდენ, არამედ: „გულისთქუმათაცა ეშმაკისათა გნებავს ყოფაჲ“, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ყოვლითა მოსწრაფებითა მოსწრაფე არიან იგინი, ვითარცა ეშმაკივე, კაცის-კლვად, და ვითარმედ შური იყო მიზეზი ამის ყოვლისაჲ; რამეთუ მასცა არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თუმცა რაჲმე ევნო მისდა ადამს, არამედ ოდენ შურისათჳს უყო, რაჲ-იგი უყო. და ამასვე მოასწავებს აქაცა, ვითარმედ შემსგავსებულად მისა იქმთ თქუენცაო.
სახარებაჲ იოვანესი 8:44
...უკუნისამდე, და მღდელობაჲ სამარადისოჲ მისცა მას. და რაჲთა სცნა, ვითარმედ კაცის-კლვაჲ ეშმაკისაგან არს, ისმინე, რასა ეტყჳს უფალი ჰურიათა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგან ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად. იგი კაცისმკლველი არს დასაბამითგან“. გარნა ფინეზ კაცისმკლველ იქმნა, და შეერაცხა მას სიმართლედ; და კუალად აბრაჰამ შვილისა თჳსისა დაკლვად ჴელი მიყო, და შეერაცხა სიმართლედ; და პეტრე მოციქულმან ანანია და სამფირა მოკლნა, და იქმნა საქმე იგი კეთილ და სულიერ.
სწავლაჲ იზ ფიცისათჳს
ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა არა ესრეთ უმეცრებით გულისჴმა-ვჰყოფდეთ საქმეთა, არამედ ჟამსა და მიზეზსა და განყოფილებასა პირთასა და სხუასა ესევითარსა ყოველსავე გამოვეძიებდეთ, რაჲთა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძუელისა შჯულისათა, უკუეთუ გსურის მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.
...ვითარცა ეტყოდა მათ უფალი: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა“; (იოან. 8, 39,41) და მერმე გამოუცხადა, თუ ვინ არს მამაჲ მათი, და თქუა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად“. ესევითარნი იგი არა იქმნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ „მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა, და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“. ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა თაყუანისცემაჲ უფლისაჲ მოგუთა თანა და დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა, რამეთუ მოიწია ჟამი განახლებისა მათისაჲ და გამოჴსნისაჲ ცოდვათაგან; რამეთუ არარაჲ ესმა ფიცხელი სიტყუაჲ, არცა ქადებაჲ სატანჯველთაჲ და შიში ბრალთა მოჴდისაჲ, არამედ ესმოდა მოსლვაჲ მწყემსისა ტკბილისა და სახიერისაჲ, და არა მოდრკა ფიცხელი იგი გული მათი, არამედ ყოველივე ბოროტი იზრახეს მისთჳს და თანაშემწე იყვნეს ჰეროდესა, ვითარცა ესერა მოგჳთხრობს მახარებელი და იტყჳს: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. და წარავლინნა ბეთლემად და ჰრქუა: მივედით და გამოიძიეთ ჭეშმარიტად ყრმი...