თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმჱ ესე? თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (8,46). ხოლო იგინი იტყოდეს: „ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ“. და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა. გარნა თავადმან ესეცა არა ამხილა, არამედ ერთსა მას სიტყუასა ზედა ეგო, რამეთუ ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ არა ღმრთისაგანნი იყვნეს, არამედ ეშმაკისაგანნი საქმეთა მათთათჳს, რამეთუ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისაგანი არს, და ტყუვილი ეშმაკისაგანივე არს, რომელსა იგინი იქმოდეს ორსავე, და უჩუენა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესე საქმენი გიპყრიან, არა ღმრთისანი ხართ.
სახარებაჲ იოვანესი 8:45
44. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.45. ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი?
სახარებაჲ იოვანესი თავი 8