თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, კაცი იქმსა ესევითარსა საქმესა? არამედ არარაჲ იცოდა ჯერეთ დიდი მისთჳს, არამედ ოდენ იტყოდა, ვი-თარმედ: „ქმნა თიჴაჲ და მცხო თუალთა ჩემთა“ (9,11). იხილე, ვითარ ჭეშმარიტებისმეტყუელ იყო, რამეთუ არა თქუა, თუ სადაჲთ შექმნა, რამეთუ რომელი არა უწყის, არა იტყჳს, რამეთუ არა ეხილვა მას, თუ ქუეყანასა ზედა ჰნერწყუა, არამედ ოდენ ცხებაჲ იცოდა მან.
სახარებაჲ იოვანესი 9:11
რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.
რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...
...ნუ ვითარმცა ქმნა საქმჱ ესე? დაღაცათუმცა მჴეცი იყო, კმა იყო ქველისმოქმედებაჲ იგი და შიში, რომლითა შეაშინა უფალმან მოდრეკად მისა. არამედ არა ესრეთ არს, გარნა დიდისა კადნიერებისა არიან სიტყუანი ესე, და ქადაგებს ქველისმოქმედსა მას არა უდარჱს ბრმისა მის, რომელმან თქუა, ვითარმედ: „ქმნა თიჴაჲ და აღმიხილნა თუალნი“. ეგრეთვე ამან თქუა, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს-იგი მოწაფეთათჳს მიუგებდა, დავით შემოიყვანა შორის და თქუა: „არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ქმნა დავით, რაჟამს შეემშია მას და მისთანათა მათ?“ ; ; ხოლო რაჟამს-ესე თავისა თჳსისათჳს უნდა მიგებაჲ, მამისა მიმართ მივიდა, რაჲთა გამოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ,...