ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თუალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა“ (9,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა ენებოს სარგებელი წერილთაგან, მას არა უჴმს, რაჲთამცა ერთსაცა სიტყუასა მცირესა თანაწარჰჴდეს. და ამისთჳს ბრძანებულ არს, რაჲთა გამოვეძიებდეთ წიგნთა, რამეთუ იპოებიან მრავალნი სიტყუანი, რომელნი ადვილად ჩნდიან, და აქუნ ფრიადი ძალი დაფარული მას შინა. რამეთუ იხილე, ვითარი არს ესეცა სიტყუაჲ, რომელ აწ აღმოვიკითხეთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა“ (9,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „თქუა“? რომელ იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა თქუა ესე“, ესე იგი არს, ვითარმედ: „რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ღმრთისაჲ“, და ვითარმედ: „ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმისა მომავლინებელისა ჩემისასა“, რამეთუ ამისთჳს მომაჴსენნა ჩუენ მახარებელმან პირველთქუმულნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სიტყუაჲ თჳსი საქმეთა მიერ სარწმუნო-ყო. ხოლო რაჲსათჳს არა...