მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:22

21. ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ.22. ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი.23. ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
22. ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას, რომელი იყო პირველ ბრმაჲ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: წინაჲსწარმეტყუელი არს“ (9,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“, კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ და არა იტყჳან, თუ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ დაჰჴსნა შაბათი? რაჲ ვთქუათ უკუე აქა, რამეთუ განმართლებისა მისისა სიტყუაჲ შესმენისა წილ დადვეს? გარნა ამას ვიტყჳ, ვითარმედ: არა იგინი არიან, რომელთა ესე ჰკითხეს, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არა ღმრთისაგან არს“, არამედ იგინი არიან, რომელთა თქუეს, ვითარმედ: „კაცი ცოდვილი ესევითართა სასწაულთა ქმნად ვერ შემძლებელ არს“. რამეთუ ენება მათი უმეტესად შერცხჳნებაჲ, და რაჲთა არავინ თქუას,...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის