თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ კაცი არასაჩინოჲ წინაშე თქუენსა, არცა დიდებული თქუენ მიერ ეგევითართა საქმეთა იქმს, ვიდრეღა საცნაურ არს ყოვლით კერძო, რამეთუ ღმერთი არს, და არცა ერთი ეჴმარების კაცთამიერი შეწევნაჲ.
29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი.31. ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9