მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:29

28. ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ.29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცით ჩუენ, ვითარმედ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“ (9,29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ იცით, ანუ ვინ გითხრა? მშობელთა ჩუენთაო. და მშობელთა არა უსარწმუნოეს არსა, რომელი ესეოდენთა სასწაულთა მიერ დაამტკიცებს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოსრულ არს და ზეცისასა იტყჳს? და არა თქუეს, თუ: გუასმიეს, არამედ „ვიცითო“. სმენილსა ვი-თარცა ხილულსა იტყჳან ცნობად და რომელი უხილავს, იგი უდარეს სმენილისა აქუს; რამეთუ იგი არა ეხილვა, არამედ ასმიოდა, ხოლო ესე არა ასმიოდა, არამედ ეხილვა.

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცითო, თუ ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).:

...სტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ, ჰეროდე მღდელთა თქუენთა ჰკითხვიდა რაჲ, იტყოდეს, ვითარმედ: ბეთლემს იშვების, და კუალად სხუანი ვიეთნი იტყოდეს: „ვიცით, რომელ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“? „ვიცითო, ვინაჲ არს“, და კუალად, „არა ვიცით, თუ ვინაჲ არსო“. იხილენ სიტყუანი მთრვალთანი! და კუალად იტყჳან: „ნუუკუე გალილეაჲთ მოვალს ქრისტე? არა ბეთლემით მოვალსა?“ იხილე სიტყუაჲ ესე განცოფებულთაჲ: ვიცით და არა ვიცითო, და ბეთლემით მოვალს ქრისტე, და „ქრისტე ოდეს მოვიდოდის, არავინ უწყოდისო, ვინაჲ არს“. რაჲ არს ამის სიცოფისა უცხადჱსი? რამეთუ ერთისა მიმართ ოდენ იყო მოსწრაფებაჲ მათი - რაჲთამცა არა ჰრწმენა. ისმინეთ უკუე, რაჲ მიუგო უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ (7,20).:

...ითარმცა ეტყოდა, თუ: არა საკჳრველ არს, უკუეთუ ჩემდა ურჩ ხართ, ვინაჲთგან შჯულსაცა ურჩ ექმნებით, რომელსა ჰგონებთ, თუ ჰმორჩილობთ, და რომელსა იტყჳთ, თუ: „მოსე მოგუცა“. არარაჲ არს უკუე საკჳრველ, უკუეთუ ჩემნიცა სიტყუანი არა გრწმენან. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: „მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა უწყით, თუ ვინაჲ არს“, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ მასცა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს, რამეთუ შჯული მან მოგცა და არა ისმინეთო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთი საქმჱ ვქმენ, და ყოველთა გიკჳრს“ (7,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳსცა სადა შეწყნარებაჲ ჯერ-იყო და მადლობაჲ მას ზედა, მაბრალებთ. რამეთუ მამისა მიერ ქმნილსა მას არა აჴსენებს, არამედ თჳსსა პირსა შორის შემოიღებს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთი საქმჱ ვქმენო“ (7,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ არაქმნაჲ დაჴსნაჲ იყო შჯულისაჲ, და ვითარ სხუანიცა მრავალნი საქმენი არიან შჯულისა უმტკიცესნი, რამეთუ მოსეცა თავს-იდვა შეწყნარებად მცნებისა შჯულსა ზედა და უმტკიცჱსიცა შჯულისაჲ, რამეთუ შაბათსაცა წინადაცუეთაჲ უმტკიცჱს არს, რამეთუ იგი არა შჯულისაჲ არს, არამედ მამათაჲ, ხოლო მე წინადაცუეთისაცა უმჯობესი და უზეშთაესიცა ვქმენ. და არა აჴსენა აქა მცნებაჲ შჯულისაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).:

...ებს, გარნა არა სასმენელსა, ანუ თუ ფერი რაჲმე აქუს არა სახილველი, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ არარაჲ არს ნივთიერთა ამათ საქმეთაგანი ღმრთისა თანა. რამეთუ რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ღმერთი მოსეს ოდენ ეტყოდა, ვითარცა-იგი თქუესცა, ვითარმედ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არცა ჴმაჲ არს ნივთიერი ღმრთისა თანა, არცა ფერი, და არა თუ ოდენ ჴმაჲ მისი არა გასმიესო, და არცა ხატი მისი გიხილავს, არამედ რომელსა ზედა ჰზუაობთ, თუ სწავლანი მისნი გქონან, ვერცა მაგას შემძლებელ ხართ. ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ“ (5,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, შჯული და წინაჲსწარმეტყუელებანი ყოველნიო, დაღაცათუ ღმერთმან ბრძანნა იგინი, გარნა თქუენ თანა არაჲ დადგრომილ არს მათგანი, ვინაჲთგან ჩემი არა გრწამს. რამეთუ უკუეთუ წერილნი ყოველნი ჩემთჳს ქადაგებენ, და თქუენ მე არა გრწამ, არარაჲ სამე დადგრომილ არს მათგანი თქუენ თანა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ რომელი მან მოავლინა, მისი თქუენ არა გრწამს“ (5,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: ვინაჲთგან ჴმაჲ მისი არა გუასმიეს, ვითარ გურწმენეს, რომელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მიმავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტი ისრაჱლიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“ (1,46-47).:

...: „აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი“, რამეთუ არს მტყუვარიცა ისრაიტელი. ხოლო იგი არა ესრეთ იყო, რამეთუ თუალუხუავ იყო საშჯელი მისი და ჭეშმარიტ, არა ვითარცა ჰურიათაჲ, რომელთა პირველ ხილვისა მისისა თქუეს, ვითარმედ: ბეთლემს იშვების ქრისტჱ, და იხილეს რაჲ იგი, თქუეს შურისა მისგან ფრიადისა, ვითარმედ: „არა ვიცითო, თუ ვინაჲ არს“.

ხოლო ამას პირველ ხილვისაცა და შემდგომად ხილვისა ერთი კეთილისა მეძიებელი გონებაჲ აქუნდა და ცნა, ვითარმედ არა ნაზარეთს შობილ იყო, არამედ „ნაზარეველ“ მუნ აღზრდისა მისთჳს ეწოდა. ხოლო ქრისტემან არა ჰრქუა მას, ვითარმედ: არა ნაზარეველ ვარ, ანუ თუ: ბეთლემს შობილ ვარ, რამეთუ სხუანიცა მრავალნი შობილ იყვნეს ბე-თლემს და არა ქრისტე იყვნეს. არამედ უფალმან სხჳთა სახითა უჩუენა, ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს ქრისტჱ, რამეთუ თქუა რაჲ ნათანაელ, თუ: „ვინაჲ მიცი მე?” (1,48), მიუგო იესუ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლე-ღუსა ქუეშე, გიხილე შენ“ (1,48).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე კაცი მტკიცე და დაწყნარებული. და არა აღზუავნა ქებისა მისგან, არამედ იწყო კითხვად, რაჲთამცა ცნა, თუ ვინაჲ იცნობს მას. და ჰკითხვიდა იგი, ვითარცა კაცსა, ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე გიხილე შენ ლეღუსა ქუეშ...

სრულად ნახვა