თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა ჭეშმარიტებისათჳს და ქრისტესთჳს ევნებოდის და იგინებოდიან, იგინი არიან, რომელთა პატივ-ეცემის, რამეთუ ვითარცა რომელმან ყოველივე დაუტევოს მისთჳს, მას უპოვნიეს ყოველივე, და ვითარცა რომელმან სული თჳსი მოიძულოს მისთჳს, მას შეუყუარებიეს იგი, ეგრეთვე რომელი იგინებოდის მისთჳს, მას უფროჲსად პატივ-ეცემის, ვითარცა კაცსა მას ბრმაყოფილსა ზედა იქმნა. რამეთუ განაძეს იგი ჰურიათა ტაძრისაგან, და პოვა იგი მეუფემან ტაძრისამან; განეყენა იგი შესაკრებელსა ბოროტსა და მიემთხჳა წყაროსა მას ცხორებისასა; იგინა ქრისტეს შეურაცხისმყოფელთა მიერ და პატივიცა მეუფისა მიერ ანგელოზთაჲსა, რამეთუ ესევითარნი არიან სასყიდელნი ჭეშმარიტებისანი. ეგრეთვე ჩუენ უკუეთუ აქა დაუტევნეთ საფასენი, ვჰპოვებთ მუნ კადნიერებასა; უკუეთუ აქა ვიჭირვოდით, ვჰპოვებთ მუნ განსუენებასა; უკუეთუ აქა ვიგინნეთ ღმრთისათჳს, პატივ-ვიცნეთ აქაცა და მუნცა, სასუფეველსა ცათასა, უკუნისამდე.
ხოლო ვითარცა განაძეს იგი ტაძრისაგან, პოვა იგი იესუ, და აჩუენებს მახარებელი, ვითარმედ განზრახვით მივიდა ხილვად მისა. და იხილე, თუ რაჲ კეთილი უყო მას, რამეთუ თავი იგი ყოველთა კეთილთაჲ მიანიჭა მას, ესე...