მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:4

3. ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემდა ჯერ-არს ქმნად საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა“ (9,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემდა ჯერ-არს დამორჩილებაჲ თავისა ჩემისაჲ და ქმნაჲ საქმეთაჲ, რომელნი შემძლებელ არიან გამოჩინებად, ვითარმედ ძალ-მიც ქმნად საქმეთა, რომელთა იქმს მამაჲ, და არა ოდენ მსგავსთა მისთა, არამედ თჳთ მათვე. რამეთუ ესე უმეტესისა განუყოფელობისა სახე არს. ვინ უკუე შემძლებელ არს თუალთა შედგმად მისა, რომელი-იგი საქმეთა მათ მამისათა იქმს? რამეთუ არა თუ ოდენ დაჰბადა თუალი, არცა აღუხილა ოდენ, არამედ ხედვაჲცა მიანიჭა, რომელ არს სახჱ სულისა შთაბერვისაჲცა, რამეთუ უკუეთუ იგი არა იქმოდის, თუალი დაღაცათუ სრულ იყოს, ვეროდეს შემძლებელ არს ხედვად. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ძალიცა იგი სულისაჲ მისცა და ჴორციელადცა დაჰბადა ასოჲ იგი და შარიანნი და ძარღუნი და სისხლი და სხუაჲ ყოველივე, რომელთაგან შენაწევრებულ არს გუამი ჩუენი.

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა“ (9,6).:

...ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა“ (9,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „თქუა“? რომელ იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა თქუა ესე“, ესე იგი არს, ვითარმედ: „რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ღმრთისაჲ“, და ვითარმედ: „ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმისა მომავლინებელისა ჩემისასა“, რამეთუ ამისთჳს მომაჴსენნა ჩუენ მახარებელმან პირველთქუმულნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სიტყუაჲ თჳსი საქმეთა მიერ სარწმუნო-ყო. ხოლო რაჲსათჳს არა წყლითა შექმნა, არამედ ნერწყჳთა თიჴაჲ იგი? ამისთჳს, რამეთუ ეგულებოდა წარვლენაჲ სილოამს, და რაჲთა არა წყაროსა მას ვინმე მიაჩემოს საქმჱ იგი, არამედ რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ძალმან მან, რომელი-იგი პირისაგან მისისა გამოვიდა, მან აღუხილნა თუალნი ბრმისანი, ამისთჳს ნერწყჳთა შექმნა თიჴაჲ. და კუალად რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ქუეყანისაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳს უბრძანა დაბანაჲ; ხოლო რაჲსათჳს მეყსეულად არა ქმნა საქმე იგი, არამედ სილოამად წარავლინა? ამისთჳს, რაჲთა სცნა ბრმისა მის სარწმუნოებაჲ, და რაჲთა დაეყოს პირი ჰურიათა უმადლოებასა და უგულისხმოებასა. რამეთუ ვიდრემდის წარ-მცა-ვიდოდა სილოამს, არამცა მრავალთა ეხილვა თიჴითა მოცხებული? და ყოველნი ხედვიდეს, მეცნიერნიცა და უმეცარნიცა; რამეთუ ვინაჲ...

სრულად ნახვა