მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:6

5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თუალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა“ (9,6-7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა ენებოს სარგებელი წერილთაგან, მას არა უჴმს, რაჲთამცა ერთსაცა სიტყუასა მცირესა თანაწარჰჴდეს. და ამისთჳს ბრძანებულ არს, რაჲთა გამოვეძიებდეთ წიგნთა, რამეთუ იპოებიან მრავალნი სიტყუანი, რომელნი ადვილად ჩნდიან, და აქუნ ფრიადი ძალი დაფარული მას შინა. რამეთუ იხილე, ვითარი არს ესეცა სიტყუაჲ, რომელ აწ აღმოვიკითხეთ:

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...დრ. დაბ. 2,7) ამისთჳს თავადმანცა ეგრეთვე ყო. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: მე ვარ, რომელმან აღვიღე მიწაჲ ქუეყანით და შევქმენ კაცი, ძნელ იყო სიტყუაჲ ესე წინაშე მათსა, ხოლო ვინაჲთგან საქმით გამოაჩინა ძალი თჳსი, არღარა ურწმუნო იყო საქმჱ მისი. და ამისთჳს აღიღო მიწაჲ ქუეყანით, რომელ-იგი შექმნა ნერწყჳთა, და ესრეთ გამოაჩინებს დაფარულსა მას დიდებასა თჳსსა, რამეთუ არამცირედი დიდებაჲ არს, რაჟამს გულისხმაყვეს, რამეთუ ესე არს დამბადებელი დაბადებულთაჲ. რამეთუ ერთისა ამისგან საქმისა ყოველსავე გამოაჩინებს, რამეთუ უზეშთაესისა მის დარწმუნებაჲ უდარესსაცა სარწმუნო-ჰყოფდა, რამეთუ კაცი უპატიოსნეს არს ყოვლისა სოფლისასა. და კუალად ჩუენთა ასოთა შინა უპატიოსნეს ყოველთასა არს თუალი, ამისთჳს არა ლიტონად, არამედ მით სახითა შექმნნა თუალნი, რამეთუ დაღაცათუ მცირე არს ასოჲ იგი, არამედ ყოველთა უმეტეს სარგებელ ეყოფის გუამსა. და ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „უკუეთუ ყურმან თქუას, ვითარმედ: არა ვარ თუალ, არღარა გუამისაჲ ვარ, ნუუკუე ამისთჳს არა გუამისაგანი არსა?“ რამეთუ ყოველნივე ასონი ჩუენნი ღმრთისა სიბრძნისა მომასწავებელნი არიან, ხოლო უფროჲს ყოველთასა თუალი, რამეთუ ესე უძღჳს ყოველსავე გუამსა,...

სრულად ნახვა