მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:2

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის,2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,
ლუკას სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და  მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა:

...ისაჲ უნდა თხრობად ჩუენდა პავლესთჳს, რომელცა-იგი ყო.

ესრეთ უკუე, თვლადქებულმან ლუკა, ნათესავით ანტიოქელმან და ჴელოვნებით მკურნალმან, ორნი წიგნნი, მის მიერ აღწერილნი, დამიტევნა ჩუენ: პირველად — სახარებაჲ, რომლისათჳს თჳთვე იტყჳს: "ვითარცა მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთმხილველ და მსახურ-ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის" (), ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ესე აღვწერე, მოციქულთა მიერ თხრობილ არს ჩემდა. ხოლო მეორედ — "საქმე მოციქულთაჲ", რომელი არღა ყურით სმენილი, არამედ ყოველივე თუალით ხილული აღწერა დაწყებითა ესრეთ:

უფალო, წარგჳმართე.

პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ (1,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: "პირველი სიტყუაჲ ვყავ", რამეთუ "პირველად სიტყუად" სახარებასა უწოდს, რომელი-იგი უწინარეს ამისსა მიეწერა თეოფილესდა. ხოლო რაჲსათჳს "სიტყუად" უწოდს სახარებასა? —ცხად არს, ვითარმედ სიმდაბლითა გონებისაჲთა, ვითარ-იგი სხუანიცა მახარებელნი; რამეთუ მათე "წიგნად შობისა" უწოდს, და დაღაცათუ მარკოზ "დასაბამად სახარებისა" იტყჳს, არამედ არა ეგოდენ წიგნსა, რაოდენ იოვანეს ქადაგებასა უწოდს დასაბამად ქრისტეს სახარებისა. გარნა, რომელი-იგი მათ სიმდაბლითა გონებისაჲთა დაიდუმეს, შემდგომად მათსა მორწმუნეთა მიერ "სახარება" იწოდების და არსცა. ხოლო რაჲსათჳს მოაჴსენებს თეოფილეს პირვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი:

...ისაებრ ღმრთისა უგალობს, იგი შეცთომილ არს.

სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი

ხოლო აწ რომელთა ესე ყოველი უწყით, დავადგრეთ სარწმუნოებასა მას ზედა, „რომელი მომცეს ჩუენ პირველითგან თუალითმხილველთა მათ და მსახურთა სიტყჳსათა“, და ნუმცა რას გარდამატებულსა გამოვეძიებთ, რამეთუ რომელნი ამით სენითა სნეულ იყვნენ, ორნი ბოროტნი არიან მათ ზედა: ერთად, რამეთუ ვერ ჰპოებენ, რომელსა-იგი ეძიებენ, არამედ ამაოდ შურებიან, და მეორედ, რომელ განარისხებენ ღმერთსა, რამეთუ მის მიერ დადებულსა შჯულსა ეძიებენ დაჴსნად.

ხოლო თუ რაზომსა რისხვასა აღსძრავს საქმჱ ესე, არად საჴმარ არს ჩუენდა თქუმად, რამეთუ თქუენ თჳთ უწყით. ამისთჳს უკუე გევედრები, ვძრწოდით სიტყუათაგან მისთა, რაჲთა ესრეთ დაუცხრომელად გუფარვიდეს ჩუენ, რამეთუ იტყჳს: „ვის მივხედნე? გარნა მდაბალთა და მყუდროთა და რომელნი ძრწოდიან სიტყუათაგან ჩემთა“. დაუტეოთ ყოველივე გამოძიებაჲ და შევმუსრნეთ გულნი ჩუენნი, ვიგლოვდეთ ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა-იგი გჳბრძანა ქრისტემან, მოვიჴსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი და ვისწრაფოთ აღჴოცად მათა, რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა ამ...

სრულად ნახვა