მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:10

9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ.10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.11. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“. ; და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა ოდეს ესმა უფლისა სიტყუაჲ, და მეყსეულად შეუდგა და ქადაგ მისა იქმნა, და ნათანაელ მოაქცია, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „რომელი დაწერა მოსე შჯულსა შინა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ“ (1,45). იხილეა, ვითარი სული აქუნდა, რომელი მარადის იწურთიდა სიტყუათა შჯულისათა? ხოლო საკჳრველ არს ანდრიაჲსთჳს და პეტრესთჳს და ფილიპესთჳს, და არა ესე ოდენ, რომელ პირველ სასწაულთა ხილვისა ჰრწმენა, არამედ ესეცა, რომელ ესევითარისა უსწავლელისა ადგილისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“, და იგინი ესევითარნი გამოჩნდეს მუნით. გარნა აქაცა ქრისტემან თჳსი ძალი გამოაჩინა, რამეთუ ესევითარისა უნაყოფოჲსა ქუეყანისაგან ესევითარნი...

სრულად ნახვა