5.და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,6.რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას.7.მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა.8.გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას.9.ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ.10.რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.11.ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას?12.გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას?13.უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.
15.ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა.16.და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან.17.ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის.18.და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა.19.უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ.20.უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.21.რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი.22.და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის.23.რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.24.რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ.25.და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული.26.მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.27.და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.28.ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.
29.და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.30.ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას.31.დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.32.კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.33.არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა.34.სანთელი გუამისაჲ არს თუალი; ოდეს თუალი შენნი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.35.იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს.36.უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა რაჲ აქუნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ.
37.და ვითარცა იტყოდა ამას თავადი, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა.38.ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე.39.ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არნ ნატაცებითა და უკეთურებითა.40.ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა?41.გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს.42.არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.43.ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა.44.ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან.45.მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ.46.ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას.47.ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი.48.ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ.49.ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ.50.რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,51.სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.52.ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.53.და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა.54.და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი
ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის...
რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს; დარომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს (ლ. ია, კგ).
სახარება, ძმანო მართლ-მადიდებელნო, მრავალ-გზის მოიყვანს ისრედთა სიტყვათა ქრისტესთა, რომელნი არიან ერთობ მოკლენი, გარნა ძლიერნი, აღვსებულნი უღრმესითა აზრითა და უვრცელესითა სწავლითა. ერთი ესრედთა სიტყვათაგანი არის ეს მოკლე სიტყვა: რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს: და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. ვგონებ, რომ განმარტება იმ აზრისა, რომელსა იპყრობს ეს მოკლე თქმა, დარჩება...
ოდეს მაცხოვარი ჩვენი ქადაგებდა სიტყვასა ღვთისასა ურიათა შორის, მაშინ მრავალნი მისთა მსმენელთაგანნი დიდითა სიყვარულითა და გულის-მოდგინებითა მიიღებდენ სახარებასა მისსა და ადიდებდენ გულთა შინა მოძღვრებასა მისსა. ერთ-გზის ერთმან მსმენელთაგანმან, უბრალო დედაკაცმან, დატკბობილმან მისითა სიტყვითა, აღიმაღლა ხმა თვისი ერსა შინა და ჰრქვა: ნეტარ-არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. მაცხოვარმან ისარგებლა ამ უბრალო დედაკაცის პასუხითა, რათა აჩვენოს მას, და ჩვენცა ყოველთა, რომელ...
...ღასრულებენ ცხორებასა მათსა? რამეთუ სადა მიიღებს თითოეული ამათი ღირსებისაებრ მათისა, უკუეთუ აღდგომაჲ არა არს? არამედ არავინ კეთილთა და მართალთა კაცთაგანი ურწმუნო არს აღდგომასა, გარნა მარადის ილოცვენ წმიდასა ამას სიტყუასა და იტყჳან, ვითარმედ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“. ;
ხოლო ვინ არიან, რომელნი აღდგომასა ურწმუნო არიან? არამედ იგინი, რომელნი ვლენ გზასა ბილწსა და ცხორებასა არაწმიდასა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, და მიღებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან“. რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა ვის აქუნდა ცხორებაჲ კეთილი, და იგიმცა ურწმუნო იყო აღდგომასა, რამეთუ რომელთა არარაჲ ღირსი ტანჯვისაჲ აქუნდეს, მათ უფროჲსად ჰრწამს და უხარის, რაჲთა მიიღონ კეთილთა მათთა ნაცვალი.
აწ უკუე ნუმცა განვარისხებთ მას, ჵ ძმანო, არამედ ვისმინოთ სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისა, რომელსა ძალ-უც სულთა და ჴორცთა გეჰენიასა შინა წარწყმედაჲ“, ; რაჲთა შიშისა მის მიერ მოვიქცეთ კეთილისა მომართ და განვეშორნ...
სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან:
...ნა ჴორციელი, არამედ ყოველი სულიერი. ხოლო ისმინეთ, ვითარ სულიერ არს ყოვლითურთ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ესე არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“. ; ესე მცირე სიტყუაჲ თქუა ხილულისათჳს, და ესეცა სულიერი და წმიდაჲ. და მეყსეულად კუალად იტყჳს: „მოგჳტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; არარაჲ დადვა დიდებისა ჴორციელისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსამე თხოვაჲ, არამედ ყოველივე სულიერი და ზეცისაჲ. ვითარ უკუე არა უბადრუკება არს, უკუეთუ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲ-იგი მას უბრძანებიეს, რაჲთა დაღაცათუ გუაქუნდეს, და-ვე-უტეოთ? რამე-თუ ესე არს მრავალმეტყუელებაჲ ლოცვასა შინა, რაჟამს ჴორცთასა რას ვითხოვდეთ.
უკუეთუ კულა ვინ თქუას, თუ: ვითარ უკეთურნი განმდიდრდებიან? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უკეთურთა არა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რად შეუნდობს ღმერთი? გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმერთმან მ...
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:
...უძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა, ; ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“, ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძჳრხილულნი, და ყოველსა სიტყუასა ჩუენგან მიგჳღებდენ. რამეთუ უკუეთუ ლაზარეს არაჲ ჰვნებოდა მდიდრისაგან, არამედ ოდენ რამეთუ მოწყალებაჲ მის მიერ არა მიეღო, იყო შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ, რაჲ ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ? უკუეთუ რომელთა მშიერი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა ბოროტსა შთაცჳვეს, მაშა რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცეს, იგინი რასაღა ღირს იქმნნენ? ანუ რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ პოვონ?