მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:8

7. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.8. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.9. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
8. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 12; მ. 1-3]

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა: იკრიბებოდა მრავალი ათასი და თითოეული ისე ესწრაფვოდა მასთან მიახლოებას, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ. ასეთი ძლიერია ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუე ყველგან უძლურია! იესო, იცოდა რა ფარისეველთა მზაკვრობის შესახებ და ხედავდა რა, რომ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ისე, თითქოსდა შეკითხვა ჰქონდეთ, საქმით კი საბაბს ეძებენ მის წინააღმდეგ, თავის მოწაფეებთან ფარისეველთა ორგულობაზე ალაპარაკდა, ეჭვგარეშეა იმისთვის, რათა ემხილება ისინი და სააშკარაოზე გადმოეტენა მათი თვალთმაქცობიტ აღსავსე გულები....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).:

...ული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა“. ; და არა სწორ არს ნაცვალი ესე, რამეთუ შენ უკუეთუ აღიარო იგი, აღიარებ ქუეყანასა ზედა, ხოლო იგი - ცათა შინა, და შენ - წინაშე კაცთა, ხოლო იგი - წინაშე მამისა თჳსისა და ანგელოზთაცა. ხოლო ესევითარი იყო დიდი იოვანე, რამეთუ არად შეჰრაცხა ყოველივე, არამედ განცხადებულად ქრისტესა ქადაგებდა; რამეთუ მისთჳს თქუა მახარებელმან ადგილიცა, რაჲთა გამოაჩინოს დიდი იგი კადნიერებაჲ მისი, ვითარმედ არა თუ სახლსა შინა ანუ ადგილსა უჩინოსა ქადაგა, არამედ იორდანესა ზედა, ყოველსა მას შორის ერსა, რომელნი ნათელს-იღებდეს, რამეთუ მუნ ქადაგა დიდი იგი ქადაგებაჲ ქრისტესი, და ვითარმედ: „არა ვარო ღირს საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისა დღე იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: განიყვნეს...

სრულად ნახვა