მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:23

22. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.24. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:

...არა მოიგონება? და გულისხმა-ყავ, ვითარმედ კაცთაცა ვერ დაუფარო მას დღესა, რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩუენნი ვითარცა გამოწერილნი დადგენ წინაშე ჩუენსა, რაჲთა თჳთ დაშჯილ ვიყვნეთ; ვითარცა-იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თუალთა თჳსთა და რომელი-იგი საძაგელ-უჩნდა, მისსა თითსა ინატრიდა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცა.

ამისთჳს გევედრები: შევიდეთ თითოეული გონებასა ჩუენსა და დავსუათ სამშჯავროჲ, და წარმოვიხუნეთ შორის ცოდვანი ჩუენნი, და იყავნ გონებაჲ მსაჯულ. და უკუეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვკურნნეთ წყლულებანი ჩუენნი და დავასხათ მათ ზედა წამალი სინანულისაჲ, რამეთუ შესაძლებელ არს განკურნებად წყლულებათა ჩუენთა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ მიუტეოთ, მოგეტევნენ თქუენ ცოდვანი“. ; ; ეგრეთვე ვიქმთ, უკუეთუ გუენებოს, სინანულისა მიერ.

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რაჲთა განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთაჲსა, აღმოვჰჴოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩუენთაგან და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ჩუენთა ზედა. და უკუეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მოწყალებისაჲ; და უკუ...

სრულად ნახვა