მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:24

23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.24. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
24. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კე ვითარმედ უნათლავსა დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი აქუნდენ, გეჰენიად მივალს:

...ა საფასჱ, არამედ ცოდვათა თანანადები. ვავასხოთ უკუე საფასჱ, რაჲთა მოგჳტევნეს ცოდვანი, და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ აქა მშიერსა და შიშუელსა, რაჲთა მუნ გამოგუზარდნეს ჩუენ და შეგუმოსოს სამოსელი იგი უხრწნელებისაჲ. უკუეთუ აქა ვასუათ მას, არა ვთქუათ, ვითარცა მან მდიდარმან, თუ: „მოავლინე ლაზარე, რაჲთა დამისოვლოს ენაჲ“; უკუეთუ აქა შევიწყნაროთ იგი, მუნ სავანეთა მრავალთა განმიმზადებს; უკუეთუ მივიდეთ მისა საპყრობილესა შინა, მანცა გჳჴსნნეს საპყრობილისაგან; უკუეთუ უცხოჲ იყოს იგი და შევიწყნაროთ, მანცა შემიწყნარნეს უცხოქმნულნი ესე სასუფეველსა ცათასა; უკუეთუ უძლური იყოს და ვიხილოთ, მანცა ადრე განგუათავისუფლნეს უძლურებათაგან ჩუენთა.

და ამისთჳს მივსცნეთ დიდთა მათ ნიჭთათჳს მცირენი და არარანი საქმენი, ვიდრეღა ჟამი გუაქუს, ვსთესოთ, რაჲთა ოდეს ზამთარი მოვიდეს, გუაქუნდეს საუნჯჱ სავსჱ, რაჟამს ზღუაჲ არღარა ივლებოდის, რა-ჟამს მოიწიოს დღჱ იგი დიდი, რამეთუ მაშინ არღარა ივლების ზღუაჲ ესე დიდი და ვრცელი. აწ არს ჟამი თესვისაჲ, და რომელმან არა სთესოს, საწყალობელ იქმნეს იგი. ნუმცა უკუე უდებ ვიქმნებით, არამედ ვსთესოთ კეთილად და განვაბნიოთ საფასჱ, რაჲთა ნაყოფი მდიდრად მოვიღოთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...ს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.

კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“, რაჲთა სცნა, ვითარმედ დაღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც შესლვად ცხორებასა, და რაჲთა უმეტესისა მოგებაჲ ექსორია-ყოს გულისაგან თჳსისა, ვითარცა იყო ნეტარი იობ და დიდი აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, რომელნი სიმდიდრესაცა შინა სათნო-ეყვნეს ღმერთსა. მოიგე სხუაჲცა მკურნალი და უფროჲსღა სახე კურნებისაჲ; იხილე მეზუერე ესე, რომელი შეპყრობილ იყო სენითა მით ანგაჰრებისათა და ადრე მიემთხჳა კურნებასა და იქმნა უპოვარ, რამეთუ ერჩდა შჯულსა მას მკურნალისასა, რომელი მოვიდა უძლურებათა ჩუენთა ტჳრთვად და სნეულებათა...

სრულად ნახვა