მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:39

38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.39. და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად.40. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
39. და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 2; მ. 1-7]

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა მისისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს“ (2,21-23).:

...სათჳს არქელაოზისა, და მეორედ - სადა-იგი დაშენებულ იყო, ენება მუნვე დამკჳდრებაჲ, ვინაჲთგან ანგელოზისაგანცა მოიღო ბრძანებაჲ. ხოლო ლუკა არა ესრეთ იტყჳს, თუ: ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და მისთჳს წარვიდა ნაზარეთს, არამედ: „ვითარცა აღასრულესო ყოველი მსგავსად შჯულისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა ნაზარეთად“. რაჲ უკუე ვთქუათ ამისთჳს? რამეთუ ლუკა რასა-იგი იტყჳს, ჟამისა მისთჳს იტყჳს პირველ ეგჳპტედ შთასლვისა, რამეთუ არცა ეგებოდა პირველ ტაძრად მიყვანებისა შთასლვაჲ ეგჳპტედ, რაჲთამცა არარაჲ იქმნა გარეგან რჩულისა, არამედ დაყვეს ბეთლემს, ვიდრემდის აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსესისა. და მერმე მოვიდეს ტაძრად, ვითარცა იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა“, და მიერ წარვიდეს ნაზარეთად და მერმეღა შთავიდეს ეგჳპტედ და, აღმო-რაჲ-ვიდეს მიერ, მიიღეს ბრძანებაჲ მისლვად ნაზარეთსვე.

ხოლო პირველი იგი მოსლვაჲ, მო-რაჲ-იქცეს იერუსალჱმით, არა ბრძანებითა ანგელოზისაჲთა იყო, არამედ წესისაებრ თჳსისა, რამეთუ მუნ იყო მკჳდრობაჲ მათი. და არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე აღსრულ იყვნეს ბეთლემდ, არამედ ბრძანებისა მისთჳს...

სრულად ნახვა