1.ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:2.სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.3.ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.4.და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?5.ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:6.და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.7.მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ.8.და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.9.ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.10.ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.11.და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.12.და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.
13.და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.14.ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.15.რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა.
16.მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.17.მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:18.ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
19.ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს20.და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.21.ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.22.და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა.23.და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).
ფრიადი მღჳძარებაჲ გჳღირს და ლოცვაჲ, რაჲთა ჯეროვნად გულის-ჴმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე და ვცნათ, თუ ვინ იყვნეს მოგუნი ესე და ვინაჲ მოვიდეს და ვითარ, ანუ ვინ ასწავა მათ, და რაჲ იყო ვარსკულავი იგი. ესე ყოველი საძიებელ არს ცნობად....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).
იხილეა, ვითარ ყოველივე სამხილებელად ჰურიათა იქმნებოდა? რამეთუ ვიდრემდის არა ეხილვა იგი, დაღაცათუ სმენითა ოდენ შობისა მისისაჲთა აღშფოთნეს, არამედ ჯერეთ შური იგი მათი არა აღტყინებულ იყო საჴუმილად დიდად, ამისთჳს ჭეშმარიტებით მიუთხრნეს წამებანი იგი საწინაწარმეტყუელოთა ჴმათანი ჰეროდეს. ხოლო უკუანაჲსკნელ, ოდეს მიუთხრობელნი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა მისისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას“ (2,11).
ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მიაწვინა იგი ბაგასა, რამე-თუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“. ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვი-თარმედ შვა რაჲ ნაშობი იგი საკჳრველებით დიდებული დედამან მან და ქალწულმან, მიაწვინა იგი ბაგასა სიტყჳსაებრ ლუკაჲსა, რამეთუ არა იყო ადგილ სავანესა მას, და მწყემსთა პოეს იგი მწოლარე ბაგასა, ხოლო...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად“ (2,16).
არა განრისხებაჲ ჯერ-იყო, არამედ უფროჲსად შეშინებაჲ და შეკდიმებაჲ და ცნობაჲ, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ჴელ-ყოფაჲ არა უჴმს, არამედ არა შეიკდიმა უკეთურმან მან, არცა შეიგონა. რამეთუ ოდეს ფიცხელი და უკურნებელი სული იპოოს, შეპყრობილი სენითა საეშმაკოჲთა, არარას შეიწყნარებს ღმრთისა მიერ მოცემულსა წამალსა. და აწ იხილე ურჩულოჲ იგი, ვითარ გარდაჰმატებს უკეთურებასა თჳსსა და მკლველობასა ზედა...
1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა. - ბეთლემი ითარგმნება როგორც "სახლი პურისა", ხოლო იუდეა, როგორც "აღსარება". დაე, აღსარების წყალობით, ახლა ჩვენც სახლად სულიერი პურისა ვიქცეთ.
დღეთა ჰეროდე მეფისათა. - ჰეროდე იხსენიება, რათა შენ ისწავლო, რომ მთავარნი და მეფენი იუდას შტოდან შეწყდნენ და ქრისტე აუცილებლობის გამო მოვიდა. ჰეროდე ხომ არა იუდეველი, არამედ იდუმიელი იყო, ძე ანტიპატრესი, რომელსაც იგი არაბი ცოლისაგან შეეძინა. როცა მთავარნი იუდას...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცითო, თუ ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).:
...რთა გან-ჩინებასა შეუდგან, არამედ სხუასა შემოიღებენ ბოროტსა და თჳსისა მის უგუნურებისა ღირსსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცითო, თუ ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ, ჰეროდე მღდელთა თქუენთა ჰკითხვიდა რაჲ, იტყოდეს, ვითარმედ: ბეთლემს იშვების, და კუალად სხუანი ვიეთნი იტყოდეს: „ვიცით, რომელ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“? „ვიცითო, ვინაჲ არს“, და კუალად, „არა ვიცით, თუ ვინაჲ არსო“. იხილენ სიტყუანი მთრვალთანი! და კუალად იტყჳან: „ნუუკუე გალილეაჲთ მოვალს ქრისტე? არა ბეთლემით მოვალსა?“ იხილე სიტყუაჲ ესე განცოფებულთაჲ: ვიცით და არა ვიცითო, და ბეთლემით მოვალს ქრისტე, და „ქრისტე ოდეს მოვიდოდის, არავინ უწყოდისო, ვინაჲ არს“. რაჲ არს ამის სიცოფისა უცხადჱსი? რამეთუ ერთისა მიმართ ოდენ იყო მოსწრაფებაჲ მათი - რაჲთამცა არა ჰრწმენა. ისმინეთ უკუე, რაჲ მიუგო უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მიმავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტი ისრაჱლიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“ (1,46-47).:
...ან თქუა, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ ამისთჳს აქებს მას. და არა უფროჲსად ბრალობაჲ ჯერ-იყოა? არამედ არა, რამეთუ ნათანაელ არა თუ უკეთურებით და ურწმუნოებით თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ ვინაჲთგან შჯულისმეცნიერი იყო და აღმოეკითხა წერილთა შინა, ვითარმედ: „ბეთლემს შობად არს ქრისტე“, და ესმა, ვითარმედ: „ნაზარეთით“, ამისთჳს დაუკჳრდა. არამედ იხილე მისი სიკეთე, რამეთუ არა ჰრქუა ფილიპეს, ვითარმედ: მაცთუნებ და შენ ცთომასა შინა ხარ, არამედ აღდგა და შეუდგა, რაჲთამცა ისწავა ჭეშმარიტი; და რომელ-იგი არა შეიწყნარა ნაზარეთით მოსლვაჲ მისი, ამით წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუასა ზედა მტკიცეობაჲ გამოაჩინა, და რომელ მოვიდა ფილიპეს თანა, ამით კეთილად სურვილი თჳსი გამოაცხადა, რომელ აქუნდა ქრისტეს მოსლვისათჳს, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ ნუუკუედა ბეთლემს შობილი არს, და ფილიპე არა იცის. ხოლო იხილე, ვითარ სიტყუაჲცა მისი სიბრძნით არს, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა ნაზარეთით კეთილი რაჲმე იქმნა, არამედ კითხვისსახედ და სიმშჳდით ჰრქუა, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილი რაჲმე ყოფად?“ ხოლო იხილე ფილიპესიცა სიბრძნე, ვითარ, რაჟამს იხილა, ვი-თარმედ არა ჰრწმენა, არცა განეშორა მას, არამედ დაადგრა, ვიდრემდის მოიყვანა,...