მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:52

51. და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა.52. და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
52. და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 2; მ. 1-7]

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო,...

სრულად ნახვა
სიტყვა ტაძრად მიყვანებასა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ერთი ძველი, საღმრთო მოთხრობა, გადმოცემული ჩვენდამო წმიდათა მამათაგან, გვეტყვის ჩვენ, რომელ, ოდესაც ყოვლად-წმიდა მარიამ შობითგან იყო მხოლოდ სამისა წლისა, მშობელთა მისთა, იოაკიმე და ანნამ, თანახმად აღთქმისა თვისისა, მიიყვანეს იგი იერუსალემს ტაძარსა შინა და მიაბარეს მუნ აღსაზრდელად, და იმ ჟამითგან იგი სწავლობდა საღმთოსა წერილსა და ეჩვეოდა კეთილსა ზნეობასა. ეს არის ის შემთხვევა, რომელსა ჩვენ ახლა ვდღესასწაულობთ, ქრისტიანენო! მაშასადამე აწინდელი დღესასწაული ყოველთა მშობელთა, რომელთა უვიან ძენი და ასულნი და უყვარან იგინი, ასწავლის და აფრთხილებს, ადრითგანვე იფიქრონ სწავლა და აღზრდა მათი; ადრითგანვე დანერგონ გულთა შინა მათთა ყოველი კეთილი ზნეობა და ჩვეულება. რა სახით უნდა აღასრულონ მათ ეს დიდი მოვალეობა? იოაკიმე და ანნამ თვისი მხოლოდ-შობილი ასული მიაბარეს ტაძარსა შინა მსახურთა ტაძრისათა; გარნა ეს იყო საკუთარი ღვთის განგებულება; ამას ყოველი მშობელი ვერ მოჰბაძავს და არცა გვაქვს ჩვენ ჩვეულებად მიბარება შვილთა ტაძართა შინა აღსაზრდელად. მაშასადამე, როგორ უნდა მოიქცენ აწ მშობელნი? ისინი უნდა ეცადნენ, რომ თვით...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ქუთაისს, დღესა უფლის მიგებებისა, ანუ მირქმისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იესო წარემატებოდა სიბრძნით და ჰასაკითა, და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა. (ლუკ. 2, 52).

სახარება დაწვლილებით არ მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რა სახით სწავლობდა და იზრდებოდა უფალი იესო ქრისტე სიყმაწყილესა შინა თვისსა. ერთი მხოლოდ ლუკა მახარებელი ახსენებს მოკლედ, რომელ იგი იყო დამორჩილებული დედ-მამათა თვისთა და წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა, და მადლითა წინაშე ღვთისა და კაცთა. გარნა ესეც საკმაო არის ჩვენდა სასწავლებლად. გონიერნი და ღვთის მოშიშნი მშობელნი ამ მოკლე სიტყვისაგანაც გამოიყვანენ, თვისსა სახელმძღვანელოდ, დიდსა სწავლასა და დარიგებასა იმაზედ, თუ რა სახით უნდა ჰზრდიდენ იგინი თვისთა მცირეწლოვანთა შვილთა.

გარნა, პირველ, ვიდრე შეუდგებით ჩვეუნ უბნობასა ამ საგანზე, გამოვითხოვ თქვენგან ნებას, მოგახსენო თქვენ ერთი მცირე შემთხვევა, რომელიც მოხდა ამ დღეებში. ის შემთხვევა, სხვათა შორის აღგვიხსნის და დაგვიმტკიცებს ჩვენ, რა უგუნურად იზრდებიან ჩვენ ქვეყანაში მშობლების სახლებში, და რაოდენ ცუდი ზნე და ვნება წარმოსდგება იქითგან. ის შემთხვევა იყო ამ სახით: ერთს პატარა ხუთის ანუ ექვსის წლის ბავშს, ღარიბს, ფეხ-ტიტველს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა გულისხმის-ყოფად, და მდაბალნი - ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა, რომელი ჩუენისა ცხოვრებისათჳს შეიმოსა. ეგრეთვე უმეცრებისა ესე სიტყუაჲ მიაჩემოს თუ ვინ კაცებისა მისისა ბუნებასა, რომლისათჳს იტყჳს მახარებელი ლუკა: „და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთაო“, არა ნაკლულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყუაჲ იგი.

და კუალად ესეცა გულისჴმისსაყოფელ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ“, დაღაცათუ ჩანს, თუ სხუასა ყოველსავე განარჩევს, თჳნიერ მისა, რომლისათჳს იტყჳს, გარნა არა ესრეთ არს წმიდათა წერილთა შინა ჩუეულებაჲ მისი; რამეთუ იტყჳს: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“. არა თუ მუნ თავი თჳსი უფალმან გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ! არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისაჲ მისცა მამასა, რამე-თუ ესე მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ ყოველივე, რაჲცა არს მამისაჲ, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაჲ, ვითარცა არს მამისაჲ, ეგრეთვე ძისაჲ არს. და კუალად იტყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“. არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა...

სრულად ნახვა