მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:16

15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან?16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ.17. ხოლო თავადმან მან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ? ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (21,40-41).:

...ი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (21,40-41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ უფალმან თქუა განჩინებაჲ ესე, და „მათ თქუეს: ნუ იყოფინ! ხოლო თავადმან მიხედნა მათ და თქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელ-თა, იგი იქმნა თავ საკიდურთა?“

ხოლო მათე ესერა იტყჳს, ვითარმედ მათ მისცეს განჩინებაჲ, ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნესო.

გარნა არა ესე წინააღდგომაჲ არს ურთიერთას, რამეთუ ორივე იქმნა. პირველად მათ მისცეს განჩინებაჲ სასჯელისა თჳსისაჲ, ვითარცა ესერა მა-თე გუაუწყებს. მაშინ უფალი ეწამა სიტყუასა მათსა და ჰრქუა: ჰე, წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. მერმე ცნეს მათ სიტყჳსა მის ძალი, ვითარმედ მათთჳს იყო, და თქუეს: „ნუ იყოფინ!“

ვითარცა ლუკა იტყჳს. ხოლო უფალმან წინაჲსწარმეტყუელი წინაუყო მათ, რაჲთა დაარწმუნოს ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა მის.

ხოლო დაღაცათუ თქუა, თუ: „მისცეს ვენაჴი იგი სხუათა“, არამედ არა გამოაცხადა სახელი წარმართთაჲ, რაჲთა არა სცეს მათ მიზეზი. რამეთუ ვითარცა ოდესმე ნათან უყო დავითს, რაჲთა მან თჳსითა პირითა მისცეს განჩინებაჲ ბრალისა თჳსისაჲ, ეგრეთვე აქა უფალმან იგავი ესე წინაუყო, რაჲთა მათ თქუან თჳსითა პირითა სასჯელი თჳსი, რაჲთა ცნ...

სრულად ნახვა