მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:26

25. და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.26. და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს.27. მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს:
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
26. და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალაღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისარსა ანუ არა?“ (22,16-17).:

...მათ ეწოდებოდა ჰეროდიან), რაჲთამცა ორკერ-ძო მახე დაურწყვეს: უკუეთუ მიცემაჲ თქუას ხარკისაჲ, მათ აბრალონ და თქუან, თუ: კაცთა თუალ-აღებ; უკუეთუ არამიცემაჲ თქუას, აქუნდენ მათ მჴედარნი ჰეროდესნი მოწამედ, და მისცენ იგი მთავარსა, ვითარცა განდგომილებისა მასწავლელი; ვითარცა ლუკა გუაუწყებს, ვითარმედ წინაშე ერისა ჰკითხესო, რაჲთა უმრავლესნი მოწამენი აქუნდენ. არამედ წინააღმდგომი შეემთხჳა და მრავალთა წინაშე ემხილა უგუნურებაჲ მათი.

„და ჰრქუეს მას: ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარო“. ჵ უშჯულონო, ვინაჲთგან იცით, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, ვითარ უწინარეს მცირედისა მაცთურად ხადოდეთ და გარდამაქცეველად ერისა და მოკლვად ისწრაფდით? ვაჲ თქუენდა, ორგულნო! ვინაჲთგან პირველ ამისსა ჰრქუეს ამპარტავანებით: „რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ?“ და პირი დაუყო მათ უფალმან, ამისთჳს აწ ორგულებით მოძღურით და ჭეშმარიტით ხადიან, რაჲთამცა ათქუმიეს სიტყუაჲ განდგომილებისაჲ. რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „არა ჰზრუნავ არავისთჳს და არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა“, ჰეროდესთჳს და კეისრისათჳს იტყოდეს, რაჲთამცა პოეს მის ზედა შესმენაჲ ჰეროდეს მიმართ და პილატესა, ვითარცა განმდგომელისაჲ.

ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: რომელი უმჯობეს არს? არამედ: „შენ რაჲ გნებავსო...

სრულად ნახვა