მაშინ, ოდეს-იგი თანაედვა ლმობიერებად მოსლვაჲ და განკჳრვებად დიდისა მისთჳს კაცთმოყუარებისა მისისა, ოდეს-იგი უჴმდა შეშინებაჲ მერმისა მისთჳს სასჯელისა, ოდეს გარდასრულთაგან თანაედვა მომავალისაცა დარწმუნებად და უკეთურებისაგან მოქცევაჲ, მაშინ უმეტესადღა გარდაჰმატეს სიბოროტე მათი. და ვინაჲთგან აღჳრ-სხმად უკეთურებისა მათისა ვერ უძლო, და კუალად განცხადებულად ჴელთა დასხმად ვერ...
კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკეველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ რაჲთა განსაცდელი დაურწყონ. ამისთჳს...
იგავით მეფის-ძის ქორწილისათა სახარება დღეს წარკითხული გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომნელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.
ემსგავსა სასუფეველი ღვთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა.
მეფე აქა ნიჰშნავს თვით ღმერთსა, ხოლო ქორწილი მოასწავებს ყოველსა მას...
ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.);...
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, ესე არს დიდი და პირველი მცნება და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (ლუკ. კბ. ლზ. ლჱ. ლთ)
დღეს, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა სახარება წინა-დაგვიგებს ჩვენ საგნად ჩვენის უბნობისა ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა; დავემორჩილნეთ სიტყვასა სახარებისასა და შევიტყოთ ჰაზრი მისი.
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ... რაისთვის გვიბრძანებს ესრედ, ძმანო, სახარება? ნუთუ შესაძლებელი არის კაცმა რაიმე...