მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:15

14. და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.15. და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.16. ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
15. და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).:

...ე საჴსენებელად იყავნ საუკუნოდ თქუენდა“, ეგრეთვე მე გეტყჳ: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე“.

ამისთჳსცა ეტყოდა: „გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“, ესე იგი არს, მოცემად თქუენდა წესი ახალთა ამათ საიდუმლოთა და პასექისა ამის სულიერისა.

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სასუმელი იგი პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა არა შეშფოთნენ იგინი და თქუან, თუ: რაჲ არს ესე, ჴორცსა ვჭამდეთა და სისხლსა ვსუმიდეთა? რამეთუ პირველცა ჰრქუეს, ვითარმედ: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“. ამისთჳს პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა გულსმოდგინედ მიიღონ ზიარებაჲ საიდუმლოთაჲ, და დასცხრეს ძუელი იგი წესი.

რამეთუ ამისთჳს ჰრქუა: „ამას ჰყოფდით“, რაჲთა იგი განაქარვოს; და მწვალებელთა პირი დაუყო. რამეთუ ოდეს გურქუან ჩუენ, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ ჯუარს-ეცუა ქრისტჱ? სხუათა მათ ყოველთა სიტყუათა თანა, რომელთა ვეტყოდით, ამასცა წინაუყოფთ, ვითარმედ: უკუეთუ არა მოკუდა ქრისტე ცხორებისათჳს ჩუენისა, რაჲსა სახე არს ჟამისწირვაჲ ესე, რომელსა აღვასრულებთ? რამეთუ საჴსენებელად მისისა მის ჩუენთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ“ (26,25).:

...(მათ. 26,20) რამეთუ არა იყო ძუელსა შინა წესი ქუედაჯდომით ჭამად პასექისა? ესრეთ უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: ჭამეს პასექი იგი წესისაებრ შჯულისა; და აღასრულა იგი, და მერმე დასხდეს, და იწყო სიტყუად მათა უფალმან. ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა მათ: გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“.

რამეთუ მაშინ იქმოდა ცხოვრებასა სოფლისასა; მაშინ მისცემდა საიდუმლოთა; მაშინ დაჰჴსნიდა სიკუდილსა ჯუარითა. ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ საწადელ იყო მისდა პასექი იგი მის წელიწადისაჲ.

არამედ ესე ყოველი აღესრულებოდა წინაშე უბადრუკისა იუდაჲსა. და მან არა შეიგონა, არცა ვაებისა მისგან შეიკდიმა, არცა სახიერებისა მისგან უფლისა შეირცხჳნა. ხოლო უფალი ყოველსავე ზედა სულგრძელ იყო და ძჳრუჴსენებელ. დიდებაჲ სახიერებასა მისსა!

სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს

და აწ ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ გამოუთქუმელი იგი სახიერებაჲ და ძჳრუჴსენებლობაჲ უფლისაჲ და ძალისაებრ ჩუენისა ვჰბაძვიდეთ სახესა მას მის მიერ მოცემულსა. დაღაცათუ ვერ უძლოთ მტერთათჳს სიკუდილისა თავს-დებად, ვითარ-იგი მან ყო, არამედ ნუ ვემტერებით, ნუ ვეშურებით ურთიერთას, ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ. არა ცუდად წერილ არიან საქმენი უფლისა ჩუენისანი, არამედ რაჲთა გუესმოდის და ვჰბაძვიდეთ, რაოდე...

სრულად ნახვა