...ვე ახალსა ამას აქუს - სისხლი იგი სამეუფოჲ.
მოაჴსენებს უკუე ძუელსა მასცა შჯულსა, ვითარმედ იგიცა სისხლი-თა განემტკიცებოდა. და კუალად იტყჳს მიზეზსა სიკუდილისა თჳსისასა - „მრავალთათჳს დათხეულიო მისატევებელად ცოდვათა. ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“. ;
ჰხედავა, ვითარ განაშორებს მათ წესთაგან ჰურიათაჲსა? „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“. ვითარცა-იგი დაკლვასა მას კრავისასა აღასრულებდით მოსაჴსენებელად საკჳრველებათა მათ, ეგჳპტეს ქმნილ-თა, ეგრეთვე ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. იგი სისხლი დაითხია სასწაულად პირმშოთა მათ, რაჲთა თანაწარჰჴდებოდის მომსრველი იგი, ხოლო ესე დაითხევის მისატევებელად ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა; რაჲთა სცნათ, ვითარმედ დიდ არს საიდუმლოჲ ვნებისა და ჯუარ-ცუმისა ჩემისაჲ და ნუგეშინისცემულ იყვნეთ. და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე საჴსენებელად იყავნ საუკუნოდ თქუენდა“, ეგრეთვე მე გეტყჳ: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე“.
ამისთჳსცა ეტყოდა: „გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“,...