მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:3

2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მნებავს, რაჲთა სადაცა ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა“ (17,24).:

...ჩემ თანა“ (17,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა რომელსა ითხოვდეს მარადის იგინი, ვი-თარმედ: „ვიდრე ხუალ?“ ; (14,5); (16,5) ხოლო ვითარ თავადი ეტყოდა, ვითარმედ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა“, ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი აღუ-თქუა, და აწ ითხოვს მამისაგან, ვითარმცა თჳთ ვერ ძალ-ედვა? არამედ ჰხედავა, რამეთუ ესე ყოველი მათისა გულსავსებისათჳს თქუა ესრეთ? უკუეთუ არა, თავადი პირველცა ეტყოდა პეტრეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელ შემომიდგე მე, და სხუაჲ მრავალი ესევითარი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (17,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ესე სასწაული არს მამისა თანა ერთობისა მის მისისაჲ, უზეშთაესი პირველთა მათ, რამეთუ „უწინარჱს სოფლის დაბადებისაო“. ხოლო ამასცა აქუს რაჲმე სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ, რამე-თუ იტყჳს: „რომელი მომეცო“. ჰხედავა დაუსაბამოებასა მისსა? რამეთუ მომეც მე უწინარჱს ყოვლისავე, ესე იგი არს, ვითარმედ: მშევ უწინარ-ჱს საუკუნეთა ყოველთავე, რამეთუ მას არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მიეცა დიდებაჲ, არამედ მარადის აქუნდა მას არსისა მისგან. ხოლო არა თქუა:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).:

...(შდრ. მათ. 26,35); და რაჲთა არა მოვიდეს ზუაობად და ისწავოს სიტყჳს-გებაჲ, ამისთჳს განსწავლა იგი, რაჲთა არღარა წინააღუდგებოდის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა იესუ: მე ვევედრე შენთჳს მამასა, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“. ესე იგი არს, რაჲთა არა წარჰჴდე. და ამის ყოვლისა მიერ სიმდაბლესა ასწავებს და ბუნებასა კაცობრივსა ამხილებს, ვითარმედ არარაჲ არს იგი თავით თჳსით. რამეთუ განსწავლა იგი, რაჲთა არა სიტყჳსმიმგებელ იქმნას, რა-ჟამს-იგი მიიღოს განგებაჲ სოფლისაჲ, არამედ რაჲთა მოიჴსენებდეს მის ზედა მოწევნულთა მათ საქმეთა და უწყოდის უძლურებაჲ თჳსი. და არა თუ ერთგზის მოიწია მის ზედა საქმჱ იგი, არამედ ერთსა მცირედსა ჟამსა სამგზის უარ-ყო, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ესეოდენ შეიყუარა, რაოდენ შეყუარებულ იქმნა. და შემდგომად მის დაცემისა ჰრქუა მას, ვითარმედ: „გიყუარა ამათსა უფროჲსად?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ მისი სიყუარული განმჴმარ იყო, არამედ მიშუებითა ღმრთისაჲთა იქმნა, რამეთუ სიყუარულსა პეტრესსა შეიწირავს, ხოლო წინააღდგომაჲ არა ჰნებავს, რამეთუ უკუეთუ გიყუარს, თანაგაც შეყუარებულისა მის სიტყუათა სმენად; რამეთუ გრქუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...ომელმან ესე ქმნა; რამე-თუ ნანდჳლვე მისისა მჴურვალებისა შემსგავსებული იყო საქმე ესე. ხოლო იგიცა ღირს არს გამოძიებად, თუ რად აქუნდა მახჳლი; რამეთუ საცნაურ არს, ვითარმედ აქუნდა, ვითარცა იტყჳს სხუაჲ მახარებელი, ვითარმედ: „ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“; ანუ რაჲსათჳს უბრძანა ქრისტემან ქონებად მახჳლისა?

რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „ჰრქუა მათ იესუ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელ-თა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა. და მერმე ჰრქუა, ვითარმედ: აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. რამეთუ გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულთა თანა შეირაცხა, რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს“.

გამოვიძიოთ, ამათცა სიტყუათა ძალი ვითარ-ძი არს. რამეთუ არა თუ ქრისტემან წინააღმდგომი თჳსთა მცნებათაჲ განაწესა; რამეთუ პირველ ეთქუა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...რომელ სხუათა უახოვნესად თქუა თავი თჳსი, მესამედ, რომელ ძალსა თჳსსა მიენდო.

ამის ყოვლისა განკურნებისათჳს მიუშუა უარის-ყოფად. ამისთჳსცა ამხილებს და ეტყჳს: „სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“.

რაჲ არს ესე, რომელ ყოველნი ითხოვნა, და უფალი იტყჳს, ვითარმედ: შენთჳს ოდენ ვევედრე? ამხილებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ: რომელი-ეგე იქადი სხუათა უმეტეს სიმჴნესა, ყოველთასა უუძლურეს იპოები. ამისთჳს ვევედრე, რაჲთა არა მოგაკლდეს სრულიად სარწმუნოებაჲ შენი.

და რად არა თქუა, თუ: არა მიგიშჳ სრულიად მოკლებად, არამედ „ვევედრეო“?

სიტყუათა სიმდაბლისათა იტყჳს ვნებად მიმავალი, რაჲთა კაცებაჲ აჩუენოს. რამეთუ რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ აღსაარებასა მას პეტრესსა და ესრეთ განამტკიცა, რაჲთა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“; რომელმან კლიტენი სასუფეველისანი არწმუნნა და ესოდენი ჴელმწიფებაჲ მისცა და არასადა ეჴმარა ლოცვაჲ, არამედ ჴელმწიფებით ჰრქუა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ... და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“; აწ ერთისა კაცის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ“ (26,25).:

...ს მარადის ვეცხლისმოყუარებაჲ, დააბნელებს გონებასა კაცისასა და ძაღლისა ულირბეს ჰყოფს, ვითარცა-იგი იუდას უყო, რომელმან-იგი ეშმაკი შეიყუარა და უფლისა თჳსისა განცემაჲ იზრახა.

ხოლო ვითარ არს ესე, რომელ მათე და ლუკა ესრეთ იტყჳან, ვითარმედ: „შეუჴდა ეშმაკი იუდას, და მივიდა, ეზრახა მღდელთმოძღუართა მიცემისათჳს უფლისა“; ხოლო იოვანე ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს-იგი მიიღო პური, მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“. გარნა არარას წინააღუდგების ამას ადგილსა იოვანე სხუათა მათ მახარებელთა, რამეთუ იგიცა ზემორე იტყჳს: „და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, რაჲთა განსცეს იგი“. ვითარ უკუე ქუემო იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“?5 ესე ამისთჳს, რამეთუ არა ერთგზის შევიდა მისა ეშმაკი. არამედ პირველად მოუჴდა და აზრახა ზრახვაჲ იგი ბოროტი. იხილა რაჲ, ვითარმედ მორჩილ არს მისა, ოდეს პური იგი იკადრა ზაკუვით წარმდებებით მიღებად, მაშინ ყოვლითურთ ძალითა უკეთურებისა თჳსისაჲთა შევიდა მისა და დაემკჳდრა უბადრუკსა მას თანა.

და კუალად, ესე ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა“,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (10,9-10).:

...ავე ზრუნვისაგან თავისუფალ იყვნენ და ყოვლითურთ შექცეულ მსახურებასა მას სიტყჳსასა; მეოთხედ, რაჲთა ასწაოს მათ ძალი განგებულებისა თჳსისაჲ, რომლისათჳსცა ამისა შემდგომად ეტყოდა მათ: „ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა“.

ვინაჲთგან უკუე ესრეთ ეგულებოდა მოღუაწებაჲ მათი, ამისთჳს ყოვლისავე ზრუნვისაგან უბრძანა განშორებაჲ, რაჲთა ცნან ძალი მოღუაწებისა მისისაჲ, და იყოს საქმე მათი შუენიერ და უაღრეს სხუათა კაცთასა და განსაკჳრვებელ ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუ ვინმე იტყოდის, ვითარმედ: სხუასა მას ყოველსა აქუნდა სიტყუაჲ ბრძანებად მათდა, ხოლო ვაშკარანისა არა ქონებად გზასა ზედა, არცა ორისა სამოსლისა, არცა ჴამლთა, არცა კუერთხისა, რაჲსათჳს უბრძანა ბუნებისა უმეტესი ესე სიძნელე? ესრეთ უკუე გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან: ვინაჲთგან მოძღურად ყოვლისა სოფლისა წარავლენდა მათ, ამისთჳს განიყვანებს უძლურებისაგან კაცობრივისა და ანგელოზთა წესსა შეიყვანებს; და ყოველსავე სახესა მოღუაწებისასა ასწავებს და უფროჲს ყოვლისა ზრუნვათაგან ჴორციელთა სრულიად შორს-ჰყოფს, რაჲთა ერთი ხოლო აქუნდეს ზრუნვაჲ, მოძღურებისაჲ, და უფროჲსღა ვთქუა, ვითარმედ: მისთჳსცა უზრუნველ-ჰყოფს, ვითარცა-იგი ჰრქუა, ვ...

სრულად ნახვა