მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:30

29. და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა,30. რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.31. და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
30. რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მნებავს, რაჲთა სადაცა ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა“ (17,24).:

...ჩემ თანა“ (17,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა რომელსა ითხოვდეს მარადის იგინი, ვი-თარმედ: „ვიდრე ხუალ?“ ; (14,5); (16,5) ხოლო ვითარ თავადი ეტყოდა, ვითარმედ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა“, ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი აღუ-თქუა, და აწ ითხოვს მამისაგან, ვითარმცა თჳთ ვერ ძალ-ედვა? არამედ ჰხედავა, რამეთუ ესე ყოველი მათისა გულსავსებისათჳს თქუა ესრეთ? უკუეთუ არა, თავადი პირველცა ეტყოდა პეტრეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელ შემომიდგე მე, და სხუაჲ მრავალი ესევითარი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (17,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ესე სასწაული არს მამისა თანა ერთობისა მის მისისაჲ, უზეშთაესი პირველთა მათ, რამეთუ „უწინარჱს სოფლის დაბადებისაო“. ხოლო ამასცა აქუს რაჲმე სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ, რამე-თუ იტყჳს: „რომელი მომეცო“. ჰხედავა დაუსაბამოებასა მისსა? რამეთუ მომეც მე უწინარჱს ყოვლისავე, ესე იგი არს, ვითარმედ: მშევ უწინარ-ჱს საუკუნეთა ყოველთავე, რამეთუ მას არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მიეცა დიდებაჲ, არამედ მარადის აქუნდა მას არსისა მისგან. ხოლო არა თქუა:...

სრულად ნახვა