მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:31

30. რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.31. და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.32. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
31. და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 22; მ. 1-6]

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. 2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. 3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

მწიგნობარნი ეძიებდნენ მის (იესოს) მოკვლას. რამდენადაც მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული და ისინი, ამიტომ, ხედავდნენ საფრთხეს თავისთვის იმაში, რომ ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით კი დღესასწაულის დროს, ამდენად ისინი ეძიებდნენ ხერხს, თუ, ბოლოსდაბოლოს, როგორ მოეკლათ იგი ისე, რომ ყოველგვარი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. სატანა კი შევიდა იუდაში, „და იყო იგი რიცხვისაგან ათორმეტისა“, ანუ ერთ-ერთი მასთან მიახლოებული და გულწრფელ მოწაფეთაგან. ნურავის ექნება საკუთარი თავის იმედი, არამედ ყურადღებით იყავი შენი ცხოვრების მიმართ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...რომელ სხუათა უახოვნესად თქუა თავი თჳსი, მესამედ, რომელ ძალსა თჳსსა მიენდო.

ამის ყოვლისა განკურნებისათჳს მიუშუა უარის-ყოფად. ამისთჳსცა ამხილებს და ეტყჳს: „სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“.

რაჲ არს ესე, რომელ ყოველნი ითხოვნა, და უფალი იტყჳს, ვითარმედ: შენთჳს ოდენ ვევედრე? ამხილებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ: რომელი-ეგე იქადი სხუათა უმეტეს სიმჴნესა, ყოველთასა უუძლურეს იპოები. ამისთჳს ვევედრე, რაჲთა არა მოგაკლდეს სრულიად სარწმუნოებაჲ შენი.

და რად არა თქუა, თუ: არა მიგიშჳ სრულიად მოკლებად, არამედ „ვევედრეო“?

სიტყუათა სიმდაბლისათა იტყჳს ვნებად მიმავალი, რაჲთა კაცებაჲ აჩუენოს. რამეთუ რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ აღსაარებასა მას პეტრესსა და ესრეთ განამტკიცა, რაჲთა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“; რომელმან კლიტენი სასუფეველისანი არწმუნნა და ესოდენი ჴელმწიფებაჲ მისცა და არასადა ეჴმარა ლოცვაჲ, არამედ ჴელმწიფებით ჰრქუა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ... და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“; აწ ერთისა კაცის...

სრულად ნახვა