მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:35

34. ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე.35. და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.36. და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
35. და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. რამეთუ გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულთა თანა შეირაცხა, რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს“.

გამოვიძიოთ, ამათცა სიტყუათა ძალი ვითარ-ძი არს. რამეთუ არა თუ ქრისტემან წინააღმდგომი თჳსთა მცნებათაჲ განაწესა; რამეთუ პირველ ეთქუა: „ნუ მოიღებთ... ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა“, და შემდგომი ამისი, და აწ იტყჳს: „რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი“. არამედ ჯეროვნად იტყოდა, ყოველსავე თჳსსა ჟამსა.

რამეთუ დაწყებასა მას ქადაგებისასა, ვიდრეღა იგი თავადი სოფელსა შინა იქცეოდა, და წარავლინნა იგინი ქადაგებად ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“; მაშინ უბრძანა იგი მცნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (10,9-10).:

...ავე ზრუნვისაგან თავისუფალ იყვნენ და ყოვლითურთ შექცეულ მსახურებასა მას სიტყჳსასა; მეოთხედ, რაჲთა ასწაოს მათ ძალი განგებულებისა თჳსისაჲ, რომლისათჳსცა ამისა შემდგომად ეტყოდა მათ: „ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა“.

ვინაჲთგან უკუე ესრეთ ეგულებოდა მოღუაწებაჲ მათი, ამისთჳს ყოვლისავე ზრუნვისაგან უბრძანა განშორებაჲ, რაჲთა ცნან ძალი მოღუაწებისა მისისაჲ, და იყოს საქმე მათი შუენიერ და უაღრეს სხუათა კაცთასა და განსაკჳრვებელ ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუ ვინმე იტყოდის, ვითარმედ: სხუასა მას ყოველსა აქუნდა სიტყუაჲ ბრძანებად მათდა, ხოლო ვაშკარანისა არა ქონებად გზასა ზედა, არცა ორისა სამოსლისა, არცა ჴამლთა, არცა კუერთხისა, რაჲსათჳს უბრძანა ბუნებისა უმეტესი ესე სიძნელე? ესრეთ უკუე გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან: ვინაჲთგან მოძღურად ყოვლისა სოფლისა წარავლენდა მათ, ამისთჳს განიყვანებს უძლურებისაგან კაცობრივისა და ანგელოზთა წესსა შეიყვანებს; და ყოველსავე სახესა მოღუაწებისასა ასწავებს და უფროჲს ყოვლისა ზრუნვათაგან ჴორციელთა სრულიად შორს-ჰყოფს, რაჲთა ერთი ხოლო აქუნდეს ზრუნვაჲ, მოძღურებისაჲ, და უფროჲსღა ვთქუა, ვითარმედ: მისთჳსცა უზრუნველ-ჰყოფს, ვითარცა-იგი ჰრქუა, ვ...

სრულად ნახვა