მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:48

47. და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?49. იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერ-თი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლითა და წათებითა მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა მცნებაჲ და ეთქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი. და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-უყო მას. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი“ (26,47-50).:

...ის მან თავადმან გამოუცხადა თავი თჳსი და ჰრქუა: „მე ვარ“. არა ერთგზის, არამედ ორგზისცა; რამეთუ ვინაჲთგან უჩუენა ძალი თჳსი და არა შეიგონეს, მერმე შეუნდო შეპყრობად თავისა თჳსისა და ჰრქუა იუდას სახიერებით და სიმშჳდით: „მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ?“

ხოლო ლუკა იტყჳს: „იუდა, ამბორის-ყოფით მისცემა ძესა კაცისასა?“ არცა თუ სახისა ამისგან გრცხუენისა? ამას ყოველსა ზედა არავე შეიგონა. ამისთჳს მისცა უფალმან ნეფსით თავი თჳსი. „და დაასხნეს ჴელნი მას ზედა და შეიპყრეს იგი“ მას მებრ ღამესა, რომელსა პასექსა ჭამდეს, და დღესასწაულთა მათთა თავი იყო. ესრეთ დუღდეს და ბორგდეს შურითა და მტერობითა უღმრთონი იგი, გარნა უკუეთუმცა არა თავადსა ენება, ვერ ეძლო მათ შეპყრობად.

ხოლო არა თუ ესემცა ულხენდა რას იუდას ანუ ჰურიათა სატანჯველ-თა მათგან საუკუნეთა, არამედ უფროჲსად დასჯის მათ, რამეთუ იხილეს ძალი მისი და თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნეს, უფროჲსად - უკეთური იგი იუდა.

სწავლაჲ პგ ანგაჰრებისათჳს

ამისთჳს, ძმანო, ვივლტოდით ანგაჰრებისაგან, რამეთუ ამან ვნებამან წარწყმიდა იგი, ამან მჴეცთა უფიცხეს ყო საწყალობელი იგი და ბილწი. და ყოველთავე, რომელთა მძლე ექმნას, უკუანაჲსკნელსა ბოროტსა შთას-თხევს და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთააგდებს. და კუალადცა ვიტყჳ: ვივლტოდით ანგაჰრებ...

სრულად ნახვა