ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონის კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი მრავლისა სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით-მჯდომარესა“ (26,6-7).
ესე დედაკაცი საგონებელ არს, თუ ერთი არს ყოველთავე მახარებელ-თა მიერ თქუმული. გარნა არა ეგრეთ არს. ნუ იყოფინ! არამედ სამნი მახარებელნი ერთისა ამის დედაკაცისათჳს იტყჳან, ხოლო იოვანე არა ამას აჴსენებს, არამედ სხუასა საკჳრველსა დედაკაცსა, დასა მას ლაზარესსა. რაჲსათჳს აჴსენა აწ...