მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:51

50. და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.51. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.52. ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
51. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).:

...უანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი, რაჲთა ამის ჟამისა კაცთა შეუძლონ ჭეშმარიტად ცნობად იგი, ვითარმედ ესრეთ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ მებრ თავსა ებრძოლა მისსა და მარჯუენჱ ყური მისი წარჰკუეთა მას, და არა თუმცა უფალსა შეერისხნეს, სრულიად ეგულებოდა მოკლვაჲ, გარნა უფალმან არა თუ ოდენ დააყენა, არამედ ნუგეშინის-ცემისაცა სიტყუანი მიუთხრნა და ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი, რომელი მომცა მამამან, არა შევსუაა?“ (18,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, რაჲთამცა უჩუენა პეტრეს, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან არს შეპყრობაჲ მისი, არამედ თჳსისა მიშუებისაგან, და ვითარმ...

სრულად ნახვა