მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:54

53. დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 22; მ. 1-6]

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. 2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. 3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

მწიგნობარნი ეძიებდნენ მის (იესოს) მოკვლას. რამდენადაც მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული და ისინი, ამიტომ, ხედავდნენ საფრთხეს თავისთვის იმაში, რომ ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით კი დღესასწაულის დროს, ამდენად ისინი ეძიებდნენ ხერხს, თუ, ბოლოსდაბოლოს, როგორ მოეკლათ იგი ისე, რომ ყოველგვარი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. სატანა კი შევიდა იუდაში, „და იყო იგი რიცხვისაგან ათორმეტისა“, ანუ ერთ-ერთი მასთან მიახლოებული და გულწრფელ მოწაფეთაგან. ნურავის ექნება საკუთარი თავის იმედი, არამედ ყურადღებით იყავი შენი ცხოვრების მიმართ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა პეტრეს მჴევალმან მან: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარა ამის კაცისათაჲ? ჰრქუა პეტრე: არა ვარ“ (18,17).:

...ლო ნუუკუე შენცა ამისთჳს სთქუა, ვითარმედ: იოვანე შინა იყო, და მან ესრეთ ტკბილად ჰკითხა, არამედ პეტრე იგიცა ვერ თავს-იდვა? ხოლო იესუ წარსცეს კაიაფაჲსა შეკრული, და პეტრე დგა გარე და ტფებოდა. ; ; ; ეჰა რაზომითა სიმძიმითა შეპყრობილ იყო მჴურვალჱ იგი და ცეცხლებრ მოტყინარჱ გულითა პირველ, შე-რაჲ-იპყრეს იესუ, ხოლო აწ ყოლადვე არა აღიძრვოდა, არამედ ჯდა და ტფებოდა. და რაჲთა სცნა, თუ რაზომი არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ, ოდეს ღმერთმან დაუტეოს ვინ, და ჰკითხეს მას, და კუალად უარ-ყო. და მერმე ნათესავმან მან მის მონისამან, რომლისადა ყური წარეკუეთა პეტრეს, იგი შესწამებდა, ვითარმედ: „არა მე გიხილეა მტილსა მას მის თანა?“ (18,26). და მტილი რაჲ აჴსენა, არავე ლმობიერ იქმნა პეტრე, არამედ კუალადცა უარ-ყო.

ხოლო რაჲსათჳს ოთხთავე მახარებელთა ერთობით თქუეს პეტრეს-თჳს? არა თუ მას შეასმენენ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ რაოდენ ბოროტ არს არა მინდობაჲ ღმრთისაჲ, არამედ...

სრულად ნახვა