მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 24:12

11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი.12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.13. და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 24
12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 24; მ. 1-12]

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...ოველთა, და არა ჰრწმენა მათი მრავალთა მათ მოყუას-თა, „არამედ უჩნდესო სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინა-შე. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა კუალად საფლავად და შთახედნა და იხილა ტილონი იგი მდებარენი“, ვითარცა იხილვა პირველცა. ამისთჳს არღარა იჴმარა შესლვაჲ შინა, არამედ „წარვიდა თჳსაგან და უკჳრდა საქმე იგი“ და ადიდებდა უფალსა.

ხოლო მარიამ მაგდანელმან ვითარცა პირველ პოვნა იოჰანა და სხუანი იგი ცისკარსა მსთუად და თანაწარჰყვა საფლავად, ეგრეთვე კუალად პოვა სალომე, სხუაჲ დედაკაცი, ვითარცა მარკოზ იტყჳს, და მარიამის თანა იაკობისა იყიდეს ნელსაცხებელი და წარვიდეს საფლავად „ნიად განთიად, აღმოსლვასა ოდენ მზისასა“, უკუანაჲსკნელ სხუათასა, რამეთუ ესე მო სლვაჲ ამათ დედათაჲ უკუანაჲსკნელ ყოველთა მოსლვათა იყო.

„და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? და მიხედნეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად“.

ხოლო ესე სიტყუაჲ სალომესი არს, რომელი არღა მოსრულ იყო საფლავად, და სხუათა მათ დედათა ეტყოდა; რამეთუ იგინი, რომელნი პირველცა მოსრულ იყვნეს და ეხილვა გარდაგორვაჲ ლოდისაჲ მის, არა ეგებოდა...

სრულად ნახვა