მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 24:50

49. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.50. და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.51. და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 24
50. და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 24; მ. 1-12]

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და...

სრულად ნახვა
მოძღვრება ამაღლების დღესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და განიყვანა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუისა მათდა მიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყვანის-სცემდეს მას, და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. (ლუკ. 24,50-52).

ესრედ აღსრულდა ცხოვრება იესო ქრისტესი ქვეყანასა ზედა. მრავალი ღვაწლი და შრომა მოიღო მან თავის თავზე, გარნა მრავალიცა დიდება მიეცა მას. მან აღასრულა საქმე იგი, რომელი მიანდო მას მამამან ზეციერმან. აღასრულა მოვალეობა, რომელი მიიღო თავის თავზედ, თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე, და მსგავსად კაცთა იქმნა, და ხატითა იპოვა, ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ, ვიდრე სიკვდილადმდე, და სიკვდილითა მით ჯვარისათა, ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზესშთაესი, უფროის ყოველთა სახელთასა (ფილიპ. 2, 7, 8, 9).

მოციქულთა იხილეს რა დიდებით ამაღლება უფლისა ზეცად, სიხარულითა დიდითა მოიქცენ იერუსალიმს, და მიიღეს, შემდგომ ორმოცდა ათის დღისა, ზეგარდმო სული წმიდა, იწყეს თავის მხრითაც მოღვაწეობა,...

სიტყვა ამაღლებასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რა მშვენიერი ნუგეში დაუტევა, ძმანო ქრისტიანენო, მოწაფეთა უფალმან ქრისტემან, ამაღლდებოდა რა ზეცად წინაშე მათთა. თუმცა საყვარელნი მოციქულნი და მოწაფენი მისნი ამიერითგან მოაკლდებიან ხორციელად ხილვასა მისსა, გარნა მაცხოვარი ეტყვის მათ, რომელ იგი მარადის იქმნება მათ შორის ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. მოციქულთა კარგად გაიგეს, რა დიდი ნუგეში იყო სიტყვათა ამათ შინა, იგინი არა თუ არ შეწუხდენ, ოდეს საუკუნოდ მიეფარა მათგან საყვარელი მათი მოძღვარი, არამედ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა, სიხარულითა დიდითა მოიქცენ იერუსალიმად და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. საფიქრებელ იყო, რომელ ამაღლება ქრისტესი დიდსა მწუხარებასა გააჩენდა გულთა შინა მოწაფეთა მისთასა, ვინაიდგან იგინი ობლათ იყვნენ დატოვებულნი ქვეყანასა შინა და გარემოცულნი უმრავლესთა მტერთა, ჭირთა და განსაცდელთა მიერ. გარნა არა! იგინი სიხარულითა დიდითა მოიქცენ იერუსალიმად; იგინი გრძნობდენ სიღრმესა შინა გულთასა, რომელ ქრისტე მათ შორის არის და იქნება, თუმცა გრძნობადითა თვალითა თვისითა ვეღარ იხილავენ მას. ესრეთი მტკიცე და დიდი სასოება ჰქონდათ...

სრულად ნახვა
სიტყვა ამაღლების დღესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა მოგვითხრობს სახარებასა შინა თვისსა, რომელ ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მეორმოცესა დღესა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა თვისისა გამოიყვანა მოციქულნი თვისნი იერუსალიმიდგან ბეთანიამდე, მისცა მათ უკანასკნელი დარიგება, აღუთქვა მათ მოვლინება ნუგეშინისმცემლისა, აკურთხა იგინი და ამაღლდა მათ წინაშე ზეცად. მაშინ მოციქულნი მისნი თაყვანის-ჰსცემდეს მას და მოიქცენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, აქებდეს, აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა (ლუკ. კდ, მუხ, ნგ.). რას ნიშნავს ძმანო ქრისტიანენო, ესრეთი სიხარული მოციქულთა? იგინი მოაკლდენ ხილვასა საყვარელისა თვისისა მოძრვრისა, დარჩენ სოფელსა შინა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ, მათ უთუოდ არ დაავიწყდათ სიტყვა მაცხოვრისა, რომელ იგინი დარჩებიან ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა და იქმნებიან მოძულებულნი და დევნულნი სოფელსა შინა; გარნა არა მიმხედველნი ამისა, იგინი გაეყარნენ რა მოძღვარსა თვისსა და დარჩენ რა ობლად, ნაცვლად შეწუხებისა, სიხარულითა დიდითა მოიქცევიან იერუსალიმად და მარადის აქებენ და ადიდებენ ღმერთსა. რამ გააჩინა მათ გულში ეს სიხარული? ესრეთი სიხარული...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის