1.პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად.2.ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა,3.რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა,4.და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.5.რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.6.ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?7.ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,8.არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.9.და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა.10.და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,11.და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.12.მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.13.და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.14.ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.15.და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა
16.(იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა,17.რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის.18.ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი.19.და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ.20.რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.21.ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ,22.იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.23.და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია.24.და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე,25.მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა.26.და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.
და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა (1.15).
თარგმანი: რაჟამს-იგი ლოცვასა განკრძალულ იყვნეს, მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე, ვითარცა თავი მოციქულთაჲ. რომლისადა რწმუნებულ იყო ქრისტეს მიერ მწყსაჲ ცხოვართაჲ და წინამძღურობაჲ მოციქულთა მწყობრისაჲ; არამედ არარასვე ოქმოდა თჳნიერ ზოგადისა ყოველთა განზრახვისა. ხოლო იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, დაღაცათუ საყდრის მპყრობელი იყო იერუსალემისაჲ, არამედ არავე თჳთ იწყებს სიტყუად, რამეთუ მშჳდცა იყო და არა ფრიად გამომეძიებელ საქმეთა. ამისთჳს მას მიუშუეს...
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა (6,14).:
...ებითი, ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე" () და "ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისაჲ, და მერმე კუალად მოღებად მისსა" (). და საქმესა შინა მოციქულთასა იტყჳს, ვითარმედ: "წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი" (). არამედ მოციქული ღმრთეებით ქმნილსა ყოველსა — ერთად და ზოგადად შეჰრაცხს მამისა და ძისად, რამეთუ, რასა-იგი მამაჲ იქმს, მას მე ეგრეთვე იქმს. ამისთჳს ერთ არს მოქმედებაჲ მათი. და ვითარცა-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე ღმრთეებისა ბუნებითა თჳთ აღადგინებს კაცობრივსა მას გუამსა თჳსსა, რომელი-იგი, ვინაჲთგან თავ მისდა თქუა მამაჲ, და ჩუენ — ასო მისსა, ცხად არს, ვითარმედ თავი რაჲ] აღდგეს, მის თანა აღდგომად არს ყოველი გუამი. გარნა, ვინაჲთაგან ქრისტეს აღდგომაჲ ქმნილ იყო და არღარა საეჭუელ იყო, ხოლო ჩუენი არღა ქმნილად ჯერეთ საეჭუელ არს, ამისთჳს მოციქულმან მისსა აღდგომასა არღარაჲ სიტყუაჲ დაჰრთო, ვითარცა უეჭუელსა; ხოლო ჩუენსა რაჲ აღდგომასა თანა მოვიდა, და დაჰრთავს, ვითარმედ: "ძალითა მისითა", რაჲთა, რაჟამს იკითხვიდე, თუ ვითარ აღვდგებით, წინა-გიყოს წარმართებაჲ აღჴსნისაჲ, ვითარმედ: ძალითა მისითა.
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ“ (16,25), რამეთუ ორმეოცი დღჱ დაყო, მათ თანა რაჲ იქცეოდა შემდგომად აღდგომისა და „ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა“. და აწ შიშსა შინა ხართო და ვერ კეთილად ისმენთ სიტყუათა მათ, ხოლო მაშინ, მიხილოთ რაჲ აღდგომილი და თქუენ თანა მყოფი, შეუძლოთ კადნიერებით სმენად ყოვლისავე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა შინა სახელითა ჩემითა ითხოვოთ, და არა გეტყჳ თქუენ, თუ: ვევედრო და ვჰკითხო მამასა ჩემსა. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ“ (16,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ კმა არს სიყუარული ჩემი, რომელი გაქუნდეს შემწედ თქუენდა ყოვლისავე საქმისა მიმართ, რამეთუ მამამანცა ამის-თჳს შეგიყუარნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქუენცა შემიყუარეთ მე და გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა“ (16,27-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ არამცირედ ნუგეშინის-სცემდა მათ, და კუალად იგი, რამეთუ: „ღმრთისაგან გამოვედ და მუნვე მივალ“, ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუათა ამათ, ერთად, რაჲთა დაუმტკ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:
...თანაწარჰჴდა გამოძიებასა მათსა.
და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ამისთჳს თქუა ესე სიტყუაჲ, იხილეთ შემდგომად აღდგომისა, ოდეს-იგი კუალად იწყეს კითხვად, ვითარმედ: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელი-იგი მამამან დადვა თჳსითა ჴელმწიფებითა“. ამისთჳს აჴსენა მამაჲ, რაჲთა არა თქუან, თუ: შეურაცხ ვართ წინაშე უფლისა; არცა თუ ესე სათნოიჩინა უწყებად, რამეთუ ჯერეთ სრულსა მას საზომსა არა მიწევნულ იყვნეს; ხოლო უფალსა არა ენება შეწუხებაჲ მათი, ამისთჳს მამასა მისცა მეცნიერებაჲ იგი და საშინელ-ყო ძიებაჲ იგი. ესე არს ერთი მიზეზი სიტყჳსაჲ მის.
მეორედ ესეცა ჯერ-არს ცნობად მორწმუნეთა მიერ, ვითარმედ მრავალსა იტყჳს უფალი კაცობრივისა ბუნებისაგან, ვითარცა ოდესმე ჰრქუა სამარიტელსა მას: „მასუ მე წყალი“, - რომელ-ესე სიტყუაჲ არს ჴორციელისა საჴმრისა აღმასრულებელი, და რომელი-იგი ითხოვდა, არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კუალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“; და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“;...