1.ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა.2.და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.3.და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.
4.და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.5.და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?6.არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას,7.და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.8.და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი.9.და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.10.ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას.11.და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი.
13.და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს.14.და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი იქმნა.15.და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა.16.ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი.17.და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე?18.მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა?19.და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა;20.ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი.21.ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა.22.არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას23.და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი.24.და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს.25.ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი!26.ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა?27.და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს.28.და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ.29.ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგომად მათ თანა.30.და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემად მათ.31.ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან.32.და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?33.და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი,34.იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს.35.და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.
36.და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!37.ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.38.და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?39.იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.40.და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.41.და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?42.ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი.43.და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ44.და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს.45.მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა.46.და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა.47.და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით,48.რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.49.და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.
50.და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.51.და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.52.და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.53.და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.
1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა...
და განიყვანა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნითვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუისა მათდამიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყვანის-სცემდესმას, და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. (ლუკ. 24,50-52).
ესრედ აღსრულდა ცხოვრება იესო ქრისტესი ქვეყანასა ზედა. მრავალი ღვაწლი და შრომა მოიღო მან თავის თავზე, გარნა მრავალიცა დიდება მიეცა მას. მან აღასრულა საქმე იგი, რომელი მიანდო მას მამამან ზეციერმან. აღასრულა მოვალეობა, რომელი მიიღო...
და განიყვანა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნითვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუისა მათდამიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყვანის-სცემდესმას, და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. (ლუკ. 24,50-52).
ესრედ აღსრულდა ცხოვრება იესო ქრისტესი ქვეყანასა ზედა. მრავალი ღვაწლი და შრომა მოიღო მან თავის თავზე, გარნა მრავალიცა დიდება მიეცა მას. მან აღასრულა საქმე იგი, რომელი მიანდო მას მამამან ზეციერმან. აღასრულა მოვალეობა, რომელი მიიღო...
რა მშვენიერი ნუგეში დაუტევა, ძმანო ქრისტიანენო, მოწაფეთა უფალმან ქრისტემან, ამაღლდებოდა რა ზეცად წინაშე მათთა. თუმცა საყვარელნი მოციქულნი და მოწაფენი მისნი ამიერითგან მოაკლდებიან ხორციელად ხილვასა მისსა, გარნა მაცხოვარი ეტყვის მათ, რომელ იგი მარადის იქმნება მათ შორის ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. მოციქულთა კარგად გაიგეს, რა დიდი ნუგეში იყო სიტყვათა ამათ შინა, იგინი არა თუ არ შეწუხდენ, ოდეს საუკუნოდ მიეფარა მათგან საყვარელი მათი მოძღვარი, არამედ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა...
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა მოგვითხრობს სახარებასა შინა თვისსა, რომელ ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მეორმოცესა დღესა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა თვისისა გამოიყვანა მოციქულნი თვისნი იერუსალიმიდგან ბეთანიამდე, მისცა მათ უკანასკნელი დარიგება, აღუთქვა მათ მოვლინება ნუგეშინისმცემლისა, აკურთხა იგინი და ამაღლდა მათ წინაშე ზეცად. მაშინ მოციქულნი მისნი თაყვანის-ჰსცემდეს მას და მოიქცენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, აქებდეს, აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა (ლუკ. კდ, მუხ, ნგ.). რას ნიშნავს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:
...ობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“; ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“. აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ და სხუაჲ მოსლვაჲ მათი აღწერა და გამოაცხადა; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მენელსაცხებლენი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (20,18).:
...ისთჳს მწუხრსა წარმოუდგა კართა ჴშულთა შინა მსხდომარეთა. და არა კარსა დაჰრეკა, არცა ამბოხებაჲ ქმნა, არამედ მეყსა შინა წარმოუდგა და უჩუენნა ჴელნი და გუერდი და სიტყჳთაცა დააწყნარა შეშფოთებული გონებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).:
...ებელ იყო ჴელთა მიერ მოკუდავ-თა, არამედ გულისხმა-ყავთ, რამეთუ განგებულებისაჲ იყო საქმჱ იგი, რამეთუ რომელი-იგი ესრეთ თხელი და წულილი იყო, რომელ ჴშულთა კართა შევიდა, დასამტკიცებელად აღდგომისა თჳსისა ქმნა ესე და რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ჯუარსცუმული. და ამისვე მიზეზისათჳს ჭამაცა და უჩუენნა წყლულებანი. და არა თუ სიზრქჱ იყო მაშინ ჴორცთა მისთა შინა, არამედ ყოველსავე მაშინ მოწფისა მისთჳს იქმოდა.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სხუათა მათ მახარებელთასა ამან უმცრო თქუა, იტყჳს აწ, ვითარმედ სხუათაცა არა უთქუამს ყოველი, არამედ მცირედი თქუეს, რაოდენი ოდენ კმა იყო სარწმუნოებისა მოყვანებად კაცთა, უკუეთუ არა, არცამცა სოფელსა შინა დაეტია წიგნები იგი; ; (21,25) არამედ ესე ვთქუთ, და უკუეთუ ვინ ესე ყოველი ირწმუნოს, სხუაჲ არად საჴმარ არს მისა; უკუეთუ ესე არა ირწმუნოს, მას დაღაცათუ სხუაჲ ესმეს, არავე ჰრწმენეს. ხოლო აქა ამათ სასწაულთა იტყჳს აღდგომისა შემდგომად ქმნილთა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „წინაშე მოწაფეთა მისთა“ (20,30). და ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა ჯერ-იყვნეს სასწაულნი, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარ...