მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:37

36. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.37. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ.38. მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
37. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:

...ბაჲ, აქავე განვკურნნეთ წყლულებანი ჩუენნი და დავასხათ მათ ზედა წამალი სინანულისაჲ, რამეთუ შესაძლებელ არს განკურნებად წყლულებათა ჩუენთა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ მიუტეოთ, მოგეტევნენ თქუენ ცოდვანი“. ; ; ეგრეთვე ვიქმთ, უკუეთუ გუენებოს, სინანულისა მიერ.

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რაჲთა განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთაჲსა, აღმოვჰჴოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩუენთაგან და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ჩუენთა ზედა. და უკუეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მოწყალებისაჲ; და უკუეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისაჲ; და უკუეთუ გიზრახავს ძმისადა, აჩუენე კუალად მის ზედა სიყუარული. და ესრეთ ვიქმოდით თითოეულსა ზედა საქმესა, და ნუმცა თანაწარვჰჴდებით ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ“, რომელნი მოღუაწებათა და ჭირთა შინა ხართ. ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქუენ ესრეთ გეტყჳ: უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული. და უკუეთუ პირველ სამასი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს:

...რომელ არს შიში საუკუნოჲსა მის საშჯელისაჲ. რაჟამს-იგი შეგაწუხოს მეგობარმან და განგარისხოს მონათა შენთაგანმან ვინმე, მოიჴსენენ ცოდვანი შენნი, რომელ შეგიცოდებიან ღმრთისადა, და გულისხმა-ყავ, ვითარმედ მისა მიმართ სიმშჳდითა დაატკბობ ღმერთსაცა შენსა და აღისუბუქებ თანანადებთა, რამეთუ წერილ არს: „მიუტევეთ, და მოგეტევნენ“.

და მერმე კუალად გულისხმა-ყავ, უკუეთუ ოდესმე წინააღდგომილ ხარ ამის ვნებისადა და გიძლევიეს, და კუალად თუ ოდესმე ძლეულ ხარ, ორნივე იგი ჟამნი მოიჴსენენ, და ესრეთ ფრიადი ჰპოვო სარგებელი. და გულისხმა-ყავ, თუ ოდეს სათნო-გიყოფიეს თავი შენი, ოდეს იძლიე, ანუ ოდეს სძლე ვნებასა მას? ანუ არა განრისხებასა ზედა ვაბრალებთა თავთა ჩუენთა და გურცხუენის, და გუამხილებს გონებაჲ ჩუენი თჳნიერ სხუათა მხილებისა, და ფრიად ვინანით? ხოლო რაჟამს ვსძლოთ გულისწყრომასა, მაშინ გჳხარის და მხიარულ ვართ; ხოლო ძლევაჲ ესევი-თარისა ჟამისაჲ არა იგი არს, რომელ გინებისა წილ ვაგინოთ და ცემისა წილ ვსცეთ, რამეთუ ესე არა ძლევაჲ არს, არამედ ძლეულებაჲ ბოროტი. ხოლო ძლევაჲ იგი არს, რაჟამს მოთმინებით თანაწარვჰჴდეთ ესევითართა საქმეთა და თავს-ვიდვათ გინებაჲცა და ცემაჲ, რამეთუ ესე არს შეძინებაჲ - არა ბოროტის-ყოფაჲ, არამედ ბოროტისა მოთმინებაჲ. ამისთჳს უკუე ნუ იტყჳ, ვითარმედ: მეცა ვ...

სრულად ნახვა