მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 7:29

28. რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.30. ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7
29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეშვიდე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 7; მ. 1-10]

1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ. 6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე. 7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი. 8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის. 9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“ (11,19).:

...დ სახიერ და ტკბილ და ნუგეშინისმცემელ, და ჰგმობდესვე. ესრეთ ყოვლით კერძო წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა იტყჳს უმეტესსა შესმენასა მათსა, ვითარმედ: „მეზუერეთა განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა; ხოლო ფარისეველთა და შჯულისაგანთა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს“.

ვინაჲთგან უკუე გამოაჩინა ესე ყოველი, და განმართლდა ჭეშმარიტად სიბრძნე მისი, და იპოვნეს უმადლონი იგი და უგულისჴმონი დასჯილ, ამიერითგან იწყო ყუედრებად მათდა, რომელთა არა ინებეს არცა მოძღურებისა მის სიტყუათაჲსა შეწყნარებად, არცა ბრწყინვალებისა მის სასწაულთაჲსა ხილვად, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადაიგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს: ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძი-თა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, ვითარმედ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელ...

სრულად ნახვა