მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 7:5

4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს,5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7
5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეშვიდე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 7; მ. 1-10]

1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ. 6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე. 7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი. 8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის. 9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“ (8,11-13).:

...ჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი“. ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: თავით თჳსით მოუჴდა ასისთავი იგი და ევედრა.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: სხუაჲ არს ესე და სხუაჲ არს იგი, დაღაცა-თუ მსგავსებაჲ აქუს, რამეთუ მისთჳს ჰურიანი იტყჳან, ვითარმედ: „შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“, ხოლო ამისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე“. და სხუასა მრავალსა იტყჳან, რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ არა ერთისათჳს არს ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ.

ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: ერთ არს ასისთავი ესე, ორთავე მიერ თქუმული, და ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს. ვითარ უკუე მათე იტყჳს, ვი-თარმედ: იგი თჳთ მივიდა იესუჲსა, ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: სხუანი მიავლინნა? მე ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფ, ვითარმედ ლუკა ლიქნისსიტყუაობასა მას ჰურიათასა მოასწავებს; რამეთუ ესმა რაჲ ასისთავსა მას უფლისა მოსლვაჲ, ენება მისლვაჲ, ხოლო ჰურიანი ჰლიქნიდეს მას და ეტყოდეს: ნუ შრომასა შეიმთხუევ, ჩუენ წარვიდეთ და მოვიყვანოთ იგი. და დააყენეს იგი მისლვად. ამისთჳსცა იხილენ სიტყუანი იგი ლიქნისა მათისანი, ვითარ ეტყოდეს უფალსა, ვითარმედ: „უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“. არცა თუ იცოდეს, თუ ვინაჲ ჯერ-იყო ქებაჲ მისი, რაჲთა...

სრულად ნახვა